Home » ეს საინტერესოა » რომის პაპის ძვლის ნაშთები ნაგვის ყუთში იპოვეს

რომის პაპის ძვლის ნაშთები ნაგვის ყუთში იპოვეს

ადამიანური ძვლის ფრაგმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, რომის პაპ კლემენტ I-ს ეკუთვნის, ლონდონის ნარჩენების დახარისხების სადგურზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ნაშთები მინის კოლოფში ინახებოდა, რომელსაც აწერია Oss. S Clementis (ლათ. წმინდა კლემენტის ძვალი). სპეციალისტები ამჟამად მის ღირებულებაზე მსჯელობენ. ასეთი რელიკვიები მე-16 საუკუნეში პოპულარული იყო და ხშირად მათ აყალბებდნენ და წმინდანის სხეულის ნარჩენებად ასაღებდნენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიურ ტაძარ სან კლემენტე ა კაზურიაში დარწმუნებულები არიან, რომ რომის პაპის ნაშთები მათთან ინახება, ხოლო მისი ნაწილების მეორე ნახევარი რომში, წმინდა კლემენტის ბაზილიკაში ინახება.

კლემენტ პირველს თაყვანს სცემენ როგორც კათოლიკეები, ისე მართლმადიდებლური ეკლესია.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...