Home » ექსკლუზივი » როშკა 4 დღეა ელექტროენერგიის გარეშეა! სოფელი დახმარებას ითხოვს!

როშკა 4 დღეა ელექტროენერგიის გარეშეა! სოფელი დახმარებას ითხოვს!

ვაჟა თანიაშვილი

დუშეთის რაიონის სოფელი როშკა უკვე 4 დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, სოფელი როშკა არის ტურისტული ზონა, საიდანაც ტურისტები და არამარტო ტურისტები ადიან როგორც აბუდელაურის ტბებზე, ასევე არხოტში გადადიან, არ არის კომუნიკაცია, როშკაში ინფორმაციის სრული ვაკუუმია.

-„ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე,  ტელეფონები დამჯდრებია, ტელევიზორს ვერ ვუყურებთ, ტელევიზორი ჯანდაბას, ელემენტალურად სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, ვერ დავრეკავთ, ყურადღება ხომ უნდა ამ ადამიანებს?“ – აცხადებენ ადგილობრივო მაცხოვრებლები.

მათი თქმით მიმართეს ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ არანაირი შედეგი.

სოფელი როშკა ცენტრალური გზიდან (ჩინთი სატილის გზა) მდებარეობს 8 კილომეტრში და სრულიად შესაძლებელია დენის აყვანა და ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემის მოგვარება.

-ზამთარი დგება და თოვლის მოსვლის მერე გზები იკეტება, აქ ამომსვლელი აღარავინაა და დავრჩებით როგორც ყოველთვის უპატრონოდ! ხალხი ვართ, სოფელში ბავშვები და მოხუცებია! სირცხვილია, ისეთ რამეზე ტეხენ ამბებს და ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან!“ – აცხადებენ ადგილობრივები.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...