Home » ინტერვიუ » როცა დადგება დრო მონარქიაზე ფიქრის, საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა…

როცა დადგება დრო მონარქიაზე ფიქრის, საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა…

 საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე მიესალმება პატრიარქის საკვირაო ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ  საქართველო არის უძველესი მონარქია და კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ  საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრს, სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს. 

-“იმედია დადგება დრო, როცა მეფე იქნება ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი იქნება ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, ან უკანონოდ მისი მითვისება.

მონარქი, როგორც ზეპარტიული, აპოლიტიკური, ნეიტრალური ლიდერი იქნება გარანტი ერის კონსოლიდაციისა და გაერთიანებისა. უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეფე განასახიერებს, როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობის, ისე უმცირესობის სახელმწიფო მეთაურს და მთელი ერის სახეს და მის სიმბოლოს. ასევე, მონარქია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს და რაც მთავარია, იქნება ნეიტრალური არბიტრი, რადგან მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად. მით უმეტეს, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად, ამასთანავე მეფე არის სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის გარანტი, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს თუ ასეთს ექნება ადგილი იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რაც ამის არაერთი მცდელობები ყოფილა და ალბათ იქნება ჩვენს მომავაჯშიც, რაც დადებით როლს არ შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

სრულიად დავეთანხმები ინგლისელი ფილოსოფოსის და სახელმწიფო მოხელის ფრენსის ბეკონის სიტყვებს – „ძალაუფლება რყვრნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“. მითუმეტეს როცა ხელისუფლების მართველობა შთამომავლობით არ ეძლება პირს როგორც ეს მონარქის შემთხვევაში ხდება რომელიც დაბადებიდანვე აღიზრდება შესაბამის გარემოში ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დამცველად და როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს გამტარებელი, რომლის აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეიობას მიიღებს საქართველოს საპატრიარქო და ქვეყანაში ჩამოყალიბდაბა სახალხო კონსტიტუციური მონარქიის მართველობა, როცა ქვეყანას ჰყავს მეფე, მაგრამ არ მართავს, ამის ბრწყინვალე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთი, იაპონია, რომელთა სახელმწიფო მოწყობასაც – კონსტიტუციური მონარქია არის.

დღეს, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის მქონე ქვეყნები გამოირჩევიან პოლიტიკური სტაბილურობითა და ეკონომიკური კეთილდღეობით, რაც ასე გვაკლია თანამედროვე ქართველობას და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერის ღირსეული განვითარებისათვის.

– არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?

– თავად კითხვაშივეა პასუხიც არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?… შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მიუხედავად დემოკრატიული იმპერატივის ზოგადი დეკლარატიული აღიარებისა, ქართული საზოგადოების ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად ან ამბივალენტურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ უახლოეს ხანებში საქართველო შეძლებს სრულყოფილი დემოკრატია გახდეს, მითუმეტეს იმისა რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტალური საფუძველი და გამოცდილება გააჩნია წარსული პერიოდიდან რომლის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება მნიშვნელოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპი. მაგრამ ის მცირე ხანს გაგრძელდა და შემდეგ მცდელობამდე ათობით წელი გავიდა: ამიტომ დღევანდელი საქართველოსთვის მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ეს სიმბოლიზმი წარმოაჩენს დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატულ მიმართულებებს. ამასთანავე უდავოა, რომ გენეტიკურად ქართველ გენში კოდირებულად დევს ეროვნული ღირებულებები, ტოლერანტობა და იდენტობის დაცვა, ამიტომაც ჩვენი ისტორიული წარსულის მანძილზე, ეროვნული ღირებულებების დაცვის კოდი ყოველთვის რჩება ქართულ ადამიანის ბუნებაში და გენში, და როგორც კი მიეცემა საშვალება ის ყოველთვის იჩენს თავს და უღვიძებს ქართველ ერს საკუთარი ეროვნული ღირებულებებისა და ინდენტობის დაცვას. ამიტომაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე და კიდევ განმეორდები, რომ მეფე ყველასია და არავინ გრძნობს თავს დამარცხებულად.მითუმეტეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ, მეფე ყოველთვის წარმოადგენს სტაბილურობისა და კონსნსტიტუციურობის გარანტს, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს. იგი როგორც ობიექტური და ნეიტრალური არბიტრი უზრუნველყოფს რომ ვინმემ არ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რაც საქართველოს რეალობაში ეს მანკიერი მიდგომები სინამდვილეში უცხო არ არის… მომავალში დადგება დრო და აუცილებელი იქნება კონსტიტუციური მონარქიის წყობილებაზე გადასვლაზე ფიქრი, ხოლო უფლისწულის დაბადებიდან, რომელიც სამეფო უჯახის ბაგრატიონთა პირდაპირი შთამომავალი იქნება, აღზრდაში აქტიურ მონაწილეობა უნდა მიიღოს საპატრიარქომ , თუმცა ეს ქართველი ერის გადასაწყვეტია და ამისთვის რეფერენდუმია აუცილებელი როცა დადგება ამის დრო….

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...