Home » კატეგორიის გარეშე » როცა წყალი აიმღვრევა, შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს

როცა წყალი აიმღვრევა, შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება უახლოეს პერიოდში მწვავე ხასიათს მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„ჭიდილი მიდის ორ ჯგუფს შორის. ერთნი ფიქრობენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან უნდა იბრძოლონ, მეორენი კი აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლას აზრი არ აქვს, ბრძოლა ქუჩაში უნდა გადაიტანონ და დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც რბილად რომ ვთქვათ, არეულობას მოიტანს. როცა წყალი აიმღვრევა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ასე რომ, ვითარება იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.  ეს ჯგუფი მეორე ჯგუფს რადიკალიზმით არ ჩამორჩება, მაგრამ რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის და უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ შედის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფი ცდილობს, მთავრობის, გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დაბლა დასწიოს და მათი დისკრედიტაცია მოახდინოს. ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და ამ პლატფორმაზე ცდილობენ, პარლამენტში წარმომადგენლობითი უპირატესობა მოიპოვონ. მეორე ჯგუფი იგივეს ფიქრობს, მაგრამ დივიდენდის მიღებას არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა  დასკვნა უნდა გააკეთონ. ან სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ პერსპექტივას გაყვნენ, ან მხარი მეორე ჯგუფს დაუჭირონ. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული ბზარი გაჩნდება, რასაც საქართველოს მიმართ პრინციპულად პოზიტიური საერთაშორისო დამოკიდებულებაც ხელს შეუწყობს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სუსტი ოპონენტია, რომელსაც ჯანსაღი ოპონირების რესურსი არ აქვს.

“მათი მხრიდან თანამშრომლობის არავითარი ნიშანი არ იგრძნობა და პარლამენტში არსებული დაპირისპირების ხარისხი მთლიანად, პარტიაში არსებული მეორე ჯგუფის დაძლევაზეა ორიენტირებული. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მყოფ წევრებს სურთ, პარტიაში არსებულ მეორე ჯგუფს დაუმტკიცონ, რომ რადიკალიზმის თვალსაზრისით, მათი პარლამენტში ყოფნა და პოლიტიკური საქმიანობა  არაფრით განსხვავდება იმ ჯგუფის პოზიციისგან, რომელიც სააკაშვილს მიჰყვება. მაგალითად, გოცირიძე ცდილობს, ფინანსებზე და ვალუტის კურსზე იასუბროს, მაგრამ მას არავითარი ინტერესი, ან საინტერესო წინადადება არ აქვს და მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის მიმართულებით გასროლაა. ზოგაგად, მათ სურთ, ურთიერთობა ჩხუბის, დაპირისპირებისა და ყაყანის რეჟიმში გადაიყვანონ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ-საქართველოს ...