Home » ექსკლუზივი » როცა 1 ლარს ერთი საზღვრისპირა ოჯახისთვის “ზამთრის გადაგორება შეუძლია”

როცა 1 ლარს ერთი საზღვრისპირა ოჯახისთვის “ზამთრის გადაგორება შეუძლია”

ძალიან გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენს მეგობრებსაც წააკითხეთ!

    საზღვრისპირა სოფლები რომ ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებენ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. აქ მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა არასრული ან სრული საშუალო განათლებითაა, უნდათ რაიმე პროფესია ჰქონდეთ და საკუთარი შრომით ირჩინონ თავი, მაგრამ უმეტეს მათგანს იმის ფულიც არ აქვს დედაქალაქში ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქში ჩავიდეს და ელემენტარული კურსები მაინც გაიაროს… 6 სოფელი მოვიარეთ და სამწუხაროდ, ოჯახი ვერ ვნახეთ სულ ცოტა, არაგვიშავსო ეთქვას, მაგრამ სოფელ მერეთში ასლან გორგისელის ოჯახში ნანახმა მდგომარეობამ ყველაფერს გადააჭარბა…

ერთი პატარა ოთახი, სადაც მწოლიარე დედა, იალზა გორგიელი , სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ცხოვრობენ, ეს არის მათი სამზარეულოც, საძინებელიც, სააბაზანოც…მამა კი, ოჯახის უფროსი, ასლან გორგისელი ამ ოთახზე მოშენებულ სამკედლიან  „ოთახში“ იძინებს, ხო, არც მე შემშლია და არც თქვენ მოგესმათ, ამ ოთახს სამი კედელი აქვს და აქედან ერთი დანგრეულია.

14740971_1257106601007704_757867526_n 14797338_1257106251007739_304556218_n

ოჯახში არავინ მუშაობს, მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც არც საჭმელში ჰყოფნით და არც წამლებში, ასე რომ ზამთარი კარს მოგვადგა და მოხუც მამაკაცს ისევ სამ კედელში მოუწევს დაძინება.

14628273_1257106247674406_1089163339_n 14800822_1257106604341037_597938702_n 14804804_1257106611007703_528906082_n

ჩემთან ერთად ამ ოჯახს ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში ანა ლეჟავა და არასამთავრობოს წარმომადგენელი თემო მინდორაშვილი სტუმრობდნენ, იმ დღის მერე ახალგაზრდები სულ იმის ფიქრში არიან როგორ დავეხმაროთ პირველ რიგში ამ ოჯახს, სხვებს თავზე ჭერი მაინც აქვთ და ოთხკედლიანი ოთახი. ამ რამდენიმე დღის წინ თემო ისევ ესტუმრა   ასლან გორგისელის ოჯახს, ,დგომარეობა კიდევ უფრო სავალალო დახვდა! ამჯერადაც არ ჩასულა მარტო, თან ხელოსანი ჩაიყვანა, იქამდე კი სად არ ირბინა, ვინ არ შეაწუხა, რომ სამშენებლო მასალები ნაკლებ ფასად ეშოვა და შეეპირებინა, რომ როცა საყიდლად მივა, თუნდაც გაძვირებულს ისევ ამ ფასად მისცემდა, ზოგს ფულადი დახმარებით შეწევნა სთხოვა, ზოგს რა და ზოგს რა. თემოს მეგობრებიც გვერდით დაუდგნენ, ახალგაზრდა პოეტებმა  საქველმოქმედო კონცერტსაც ჩავატარებთ და ფიზიკურადაც დავეხმარებით კედლის ამოყვანასა და სახლის გადახურვაშიო.

არც ანას ასვენებს იმ დღის მერე ამ ადამიანების ბედი, ის კარგა ხანია საქართველოი არ ყოფილა, ახალი ჩამოსული იყო და საზღვრისპირა სოფლებში ადამიანების რეალური მდგომარეობის ნახვით გაჩენილი ემოცია დღესაც შერჩენილი აქვს და ცდილობს თავადაც გამონახოს დახმარების გზები…

…მაგრამ მხოლოდ 2-3, ან თუნდაც 3-4 ადამიანი ვერაფერს შეძლებს. ვიცი დღეს ყველას უჭირს, უჭირს ხალხსაც და უჭირს სახელმწიფოსაც, თუმცა კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ჩვენ ამას შევძლებთ. ერთად დგომის და მონდომების ძალა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ აქციის „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“- ფარგლებში და დარწმუნებული ვარ ახლაც შევძლებთ ამ სასიცოცხლოდ საჭირო საქმის გარშემო გაერთიანებას. თემომ და ხელოსანმა უკვე ყველაფერი დათვალეს, რამდენი ბლოკი, შიფერი, სილა თუ ცემენტია საჭირო, თანხაც დაანგარიშდა და 2000 ლარი ეყოფაო საქმის ხელოსნებმა გვითხრეს, ხოდა, ვიფიქრე – თითომ რომ თუნდაც თითო ლარი ჩავრიცხოთ,  ჩვენს ჯიბეს ბევრი არაფერი დააკლდება, იმ ოჯახს კი დიდი შვება ექნება.

ამ ოჯახის დახმარებით სხვებსაც იმედი გაუჩნდებათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სულ რომ არაფრის იმედი აღარ გაქვს, არავისი არ გჯერა…ვიღაც მოვა შენთან და  დახმარებას გაგიწევს.

ფეისბუქზე 4830 მეგობარი მყავს, ნუთუ ნახევარი მაინც არ მიიტანს გულთან ახლოს ამ ადამიანების გასაჭირს? ამ ჩემს მეგობრებსაც ხომ სხვა მეგობრები ჰყავთ, ისინი იმათ ეტყვიან და… მთავარია მოვინდომოთ და ერთად შევკრათ სიკეთის ჯაჭვი.

თემომ სპეციალურად ანგარიშიც კი გახსნა, ასე რომ   მსურველებს შეგიძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ თუნდაც 1 ლარი.

საქართველოს ბანკი

პირადი ნომერი : 010110 708 5 708

ან

ანგარიში GE96BG0000000797930200

დამატებითი ინფორმაციისთვის ან სხვა რაიმე სახის დახმარების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ:

571 73 38 74 – თემო

ყველაზე დიდი ცათამბჯენიც კი თითო აგურის დადებით შენდება, ხალხის სურვილი კი უფსკრულს გადალახავს…მოდით, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ საკუთარი თავიც და სხვებიც, რომ ერტად დგომა და სიკეთის კეთება ჯერ კიდევ შეგვიძლია…

ქეთი მიქაძე

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ...