Home » მთავარი » რუსეთის არმია სწრაფი ტემპით ძლიერდება!..

რუსეთის არმია სწრაფი ტემპით ძლიერდება!..

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

რუსეთი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას აძლიერებს: სამხრეთ სამხედრო ოლქში ახალი საერთო საჯარისო 8-ე არმია იქმნება.

მკითხველს მსურს ავუხსნა, რომ საერთო საჯარისო არმია წარმოადგენს ოპერატიულ გაერთიანებას, რომლის დანიშნულებაა ოპერაციების წარმოება ფრონტის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად ცალკეული ოპერაციის მიმართულებაზე.

თუ სამხედრო ოლქების რუკას გადახედავთ, მიხვდებით რამდენად განსხვავდება გეოგრაფიული ზომებით 5 ოლქი ერთმანეთისგან, შესაბამისად დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა თითო ოლქის საფუძველს წარმოადგენდა თითო არმია, სამხრეთ სამხედრო ოლქი უკვე იყო ყველაზე მილიტარიზებული, ანუ შეიარაღების და ტექნიკის სიმჭიდროვე სამხრეთ სამხედრო ოლქში იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ოლქებში.

სამხრეთ მიმართულებაზე კიდევ ერთი არმიის დამატებით ოლქის მილიტარიზაცია, ანუ სამხედრო ტექნიკის სიმჭიდროვე ორმგაგდება, რაც დასაფიქრებელია და უნდა აისახოს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების საბუთებში. მე თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ცვლილებებზე აღარ ვსაუბრობ, მაინც არავის ესმის უკვე 12 წელია.

ახალი 8-ე არმიის შენაერთები და სამხედრო ნაწილები განლაგებული იქნება როსტოვში, ნოვოჩერკასკსა და ვოლგოგრადში. შესაბამისად აღნიშნული არმია გააძლიერებს რუსეთის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს (კავკასია, შავი ზღვა, უკრაინა, (დონბასი).

არმიის შემადგენლობა უცნობია, თუმცა არსებობს სტანდარტული სტრუქტურა და შემადგენლობა და ყველაზე მინიმალური კომპლექტაციითაც კი, ეს საკმაოდ სერიოზულად გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებას.

შევეცდები ცალკე წარმოგიდგინოთ ღია წყაროებიდან შეგროვილი მასალები რუსეთის არმიის ბოლო წლების გადაიარაღების, ტექნიკის განახლება-მოდერნიზაციის მოცულობების, ასევე 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რაც წარმოდგენას მოგვცემს, თუ რა მასშტაბებით ძლიერდება დღეს რუსეთის არმია. ასეთი ტემპებით დღეს ნატოს არც ერთი არმიის განახლება არ ხდება.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...