Home » მთავარი » რუსეთის დელეგაცია მაისში თბილისში ჩამოსვლას აპირებს

რუსეთის დელეგაცია მაისში თბილისში ჩამოსვლას აპირებს

რუსეთის დელეგაცია თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კარასინმა განაცხადა.  თუმცა,  ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს მხრიდან პროვოკაციების მოწყობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის თანახმად  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ნებართვის გარეშე ჩასვლა უკანონოა. საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალები კი ამ კანონს გამოიყენებენ რუსული დელეგაციის წინააღმდეგ.

“დარწმუნებული არ  ვართ, რომ ქართველი პარტნიორები  ჩვენი დელეგაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და მუშაობისთვის შეგვიქმნიან კომფორტულ გარემოს” – აცხადებს კობრინეცი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს თბილისში გაიმართება. კონკრეტულად  ვინ მიიღებს  რუსეთიდან მასში მონაწილეობას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურის განცხადება და ექსპერტიზის დასკვნა

საქართველოს პროკურატურის განცხადება მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ...