Home » მთავარი » რუსეთის ისტორიაში ენერგო სფეროში ყველაზე მსხვილი პრივატიზაცია მოხდა (ვიდეო)

რუსეთის ისტორიაში ენერგო სფეროში ყველაზე მსხვილი პრივატიზაცია მოხდა (ვიდეო)

ამირან სალუქვაძე

ეს საინტერესოა, წაიკითხეთ, თან მოუსმინეთ!

რუსეთის ენერგეტიკა სანქციების პირობებში.

რუსეთის ისტორიაში ენერგო სფეროში ყველაზე მსხვილი პრივატიზაცია მოხდა. როსნეფტმა თავისი აქციების 19,2% 10,5 მილიარდ ევროდ გაყიდა. ეს 1,5-ერ მეტია, ვიდრე ენერგო სფეროში მთელი პრივატიზაცია ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ეს ყველაფერი კი რუსეთის, კონკრეტულად კომპანია როსნეფტის წინააღმდეგ არსებული სანქციების პირობებში ხდება.

პრივატიზაციაში მონაწილეობდნენ უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Glencore და ყატარის სუვერენული ფონდი Qatar Investment Authority. საკრედიტო რესურსების ნახევარზე მეტი გამოჰყო იტალიურმა ბანკმა Intesa Sanpaolo, რომელიც ევროპის 10 უმსხვილეს ბანკს შორისაა.

ზემოთ აღნიშნული ორ რამეზე მიუთითებს: 1. რუსეთი ახერხებს სანქციების გვერდის ავლას, 2. რუსული ენერგო ბაზარი მიმზიდველია და რისკებს არ ელოდებიან

კიდევ ერთი საინტერესო და რუსეთისთვის სასარგებლო ფაქტი მოხდა, OPEC-ის წევრები და პლიუს 11 ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დღე-ღამეში 1,8 მლნ ბარელის მოცულობით. ეს მინიმუმ დაასტაბილურებს ფასებს, შესაძლოა ფასების ზრდაც კი გამოიწვიოს.

საქმე იმაშია, რომ რუსეთის 2017 წლის ბიუჯეტი გათვლილია უფრო დაბალ ფასზე (40 დოლარი/ბარელი), ვიდრე ახლაა. ამჟამად ბარელის ფასი 54 დოლარს შეადგენს. ფასის შენარჩუნება ან მატება რუსეთის ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას უზრუნველყოფს.

3 დღის წინ გამოვაქვეყნე რუსეთის 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. გაისად რუსეთის (ბარელზე 40 დოლარის პირობებში) დეფიციტური ბიუჯეტი ექნება, რომელიც 2,75 ტრლნ რუბლს შეადგენს. ფასთა სხვაობა კი დეფიციტის შემცირებას უზრუნველყოფს. მითუმეტეს, რომ ამ დეფიციტის თითქმის მესამედი (700 მლრდ რუბლი) რუსეთმა უკვე მიიღი როსნეფტის აქციების ნაწილის პრივატიზებით. აღნიშნული თანხის ტრანზაგციას წლის ბოლომდე ელოდებიან.

სხვათაშორის, ეს იმდენად დიდი თანხაა რუსეთის სავალუტო ბაზრისთვის, რომ რუბლის გამყარების თავიდან ასაცილებლად სპეციალური სქემა მოიფიქრეს: ვალუტა მიმართული იქნება უცხოურ პროექტებზე, ხოლო რუსეთის ბიუჯეტში რუბლი ჩაირიცხება.

რუსული მედია სიხარული შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატად რექს ტილერსონის წამოყენებას. საქმე იმაშია, რომ ტილერსონის კომპანიამ (მსოფლიოს უმსხვილესი ენერგო კომპანია ExxonMobil), რომელიც დიდი ხანია აქტიურად საქმიანობს რუსეთში, მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გამო. ის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო. რექს ტილერსონს მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთის ლიდერთან, ხოლო ExxonMobil-ი როსნეფტთან ერთად უამრავ ენერგო პროექტს ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ ეექს ტილერსონი არის რუსეთის უმაღლესი ჯილდოს კავალერი, რომლითაც უცხოელებს აჯილდოვებენ. ესაა “ხალხთა მეგობრობის ორდენი” (“Орден Дружбы народов”).

ფაქტია, რომ ირგვლივ ბევრი რამ იცვლება და ჩვენ მუდმივად უნდა ვაანალიზებდეთ ამ ცვლილებებს. ანალიზი კი დროული ნაბიჯებისათვისაა საჭირო.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...