Home » მთავარი » რუსეთის მზაკვრული განზრახვა და გალელების დამძიმებული მდგომარეობა

რუსეთის მზაკვრული განზრახვა და გალელების დამძიმებული მდგომარეობა

მერაბ ბერაია  

„პროგრესულ-დემოკრატების“ დევნილთა გაერთიანებული ორგანიზაციის თავმჯდომარე

მერაბ ბერაია

გალის რაიონში განვითარებული მოვლენები არის გამოძახილი 2008 წელს აფხაზეთის სეპარატისტული პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის არსებული მოლაპარაკება და დადებული ხელშეკრულება.

აფხაზეთში გალელებისთვის საერთო ფონი საკმაოდ მძიმეა ვიდრე 6-7 თვის განმავლობაში იყო. მე გალში გამაჩნია კონკრეტულ ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი და როგორც წესი უმრავლესობა აღიარებს,რომ დღეს უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა,ვიდრე ადრე.

გიორგიევსკის ტრაქტატის შედეგად საქართველოში რუსეთის მეფის მიერ მივლინებულ იქნა სამხედრო გენერალი კარლ კარნიგინი,რომელიც სწავლობდა საქართველოს ტერიტორიაზე ვითარებას სამხედრო თვალსაზრისით. ის იმყოფებოდა აფხაზეთისწ ტერიტორიაზე,საიდანაც მოიხსენებს სამურზაყანოს რეგიონს,როგორც საქართველოს ტერიტორიის ერთ-ერთ ულამაზეს და მდიდარ ქვეყნად. 1784 წელს ის წერდა იმპერატორს რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა სამურზაყანოში კაზაკების ჩასახლებას,რათა შექმნილიყო ბუფერული ზონა ქართველებსა და აფხაზებს შორის. თუ გავავლებთ პარალელს,შეიძლება დავინახოთ,რომ გენერლის წერილი და 2008 წელს დადებული ხელშეკრულება არის ის სავალალო შედეგი,რაც ხდება გალის რაიონში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით,მათი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უკან დახევის საბოლოო ეტაპზე იმყოფებიან,თუმცა ნათლად მიანიშნებენ,რომ დარჩებიან ბუფერულ ზონაში აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ,რომ რუსებსა და სეპარატისტებს შორის დადებული შეთანხმება არის ის შედეგი,რაც ხდება გალის ტერიტორიაზე. მითუმეტეს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა,რომ რუსეთს არ სიამოვნებს დასავლეთის სამხედრო გემების ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში. რუსების მიერ აფხაზეთში საგუშაგოების გახსნა და სამხედრო ქალაქის შექმნა არის კონტროლი შავი ზღვის აკვატორიაზე,რომელიც მათი აზრით ეხმარება სიტუაციის სტაბილიზაციას რეგიონში. ამასთან რუსეთს განზრახული აქვს იყოს გარანტი სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალის თავისუფალი მოძრაობისა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ეს დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზური და რუსული მხარის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რეგიონში უკვე არსებობს პირობები ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისთვის არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში სამშვიდობო ძალები ვერ ასრულებენ თავიანთ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფენ ლტოლვილთა და იძულებით  ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ამყარებს ქართული  მხარის პოზიციას რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ქართული მხარემ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა როგორც გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან, ასევე სამშვიდობო პროცესის მონაწილე სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების მისაღწევად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...