Home » მთავარი » რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც სპეცრაზმელი ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა. IMEDINEWS-ის ინფორმაციით, გატაცებული უკვე რუსეთის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე IMEDINEWS-სთან საუბარში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ადასტურებს. მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის ცხელი ხაზი მეშვეობით მიმდინარეობს.

წყარო: imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...