Home » მთავარი » რუსეთის ფედერაციის გენშტაბი შეშფოთებულია

რუსეთის ფედერაციის გენშტაბი შეშფოთებულია

აშშ-ში მიმდინარეობს შეიარაღების შემუშავება რომელსაც შეუძლია დედამიწაზე გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე  ერთი საათის განმავლობაში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ პოზნიხირმა-იუწყება სააგენტო Интерфакс. მისი თქმით ამერიკის შეიარაღებული ძალები პირველ კომპლექსებს მიიღებენ 2020 წლისათვის. რუსი გენერლის მონაცემებით, ამ საშუალებების გამოყენება შესაძლებელია უეცარი გამაფრთხილებელი დარტყმების მისაყენებლად,რომლებსაც შეეძლებათ დედამიწის ნებისმიერ წერტილში ერთი საათის განმავლობაში გაანადგურონ ნებისმიერი სამიზნე.

პოზნიხირის თქმით 2022 წლისათვის აშშ-ს განკარგულებაში იქნება 1000 ზე მეტი რაკეტა-ეს უფრო მეტია ვიდრე რუსეთის საკონტინენტოთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ბლოკების რაოდენობა.

 გენერალმა ასევე განაცხადა რომ,ამერიკის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო პოტენციალის ამაღლება სტიმულს აძლევს სხვა ქვეყნებს ასევე წამოიწყონ საპასუხო ზომების გატარება -იუწყება  «РИА Новости».  ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება არღვევს სტრატეგიული შეიარაღების პარიტეტს და ართულებს ბირთვული განიარაღების სფეროში თანამშრომლობას.

უფრო ადრე გახდა ცნობილი რომ აშშ-ში მუშავდება სწრაფი გლობალური დარტყმების კონცეფციის ფარგლებში სპეციალური ჰიპერბგერითი რაკეტები  (Prompt Global Strike, PGS). მათ შეეძლებათ გაანადგურონ სამიზნე კოსმოსის დაბალი სიმაღლეებიდან.

 

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...