Home » მთავარი » რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიაში პატრულირების ოპერაციას ერთობლივად ჩაატარებენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიაში პატრულირების ოპერაციას ერთობლივად ჩაატარებენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიაში, იდლიბის პროვინციაში მოწყობილ ე.წ. დეესკალაციის ზონაში პატრულირების ოპერაციას ერთობლივად ჩაატარებენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შეთანხმებას მხარეებმა ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს.

„დამკვირვებლები რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან სირიაში მოწყობილი დეესკალაციის ზონებში საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან იქნებიან დისლოცირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ანკარაში განაცხადეს, მისიის მთავრი მიზანი იქნება, სიირის ოპოზიციასა და არმიას შორის შეტაკებების პრევენცია მოახდინოს. ასევე უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება.

სირიაში ე.წ. დეესკალაციის ზონების მოწყობის შესახებ მოლაპარაკებები მაისიდან მიმდინარეობს. ამჟამად შექმნილია სამი ასეთი ზონა. მეოთხე კი პროვინცია იდლიბის გარშემო უნდა მოეწყოს.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ის ფასდაუდებელი პრეპარატია, რომელზეც….

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს, ასევე კამელინის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ...