Home » მთავარი » „რუსეთი კლავდა!.. მაგრამ ახლა თამაშის წესები შეიცვალა და დაეტყო შიში“

„რუსეთი კლავდა!.. მაგრამ ახლა თამაშის წესები შეიცვალა და დაეტყო შიში“

Fox News-თან ინტერვიუში ამერიკის სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ ინჰოფმა განაცხადა, რომ რუსეთს მოსწონდა პერიოდი, როცა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, რადგან ყველაფერს აკეთებდა რაც სურდა, მაგრამ ახლა „თამაშის წესები შეიცვალა და რუსეთს ამერიკის მიმართ შიში დაეტყო. თუ ჯერ არა, უახლოეს მომავალში დაეტყობა“.

-„რუსეთი კლავას ადამიანებს უკრაინაში და ფიქრობს, რომ ამისთვის მას არაფერი მოუვა, მაგრამ დაუსჯელობის დრო შეიცვალა, ახლა უკვე ამერიკა ისევ ფლობს ძალას და სერიოზულ მხარდაჭერას გაუწევს კიევს. ახლა თეთრ სახლში სულ სხვა სიტუაციაა და აშშ როგორც იქნა თავის ნამდვილ სახეს ანახებს რუსეთს უკრაინის მხარდაჭერაში“-განაცხადა სენატორმა.

სენატორი თვლის, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ თამაშის წესები შეიცვალა, ახლა რუსეთმა დაიწყო ამერიკის პატივისცემა და გაუჩნდა შიში, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება გამოიწვიოს.

-„ახლა შეიცვალა თავაშის წესები. რუსები დაიწყებენ ჩვენს პატივისცემას და ექნებათ შიში“-აღნიშნა ინჰოფმა.

Facebook Comments
x

Check Also

თამარ ტალიაშვილისა და კომპანია “უნივერსამის” ერთობლივი აქციით ზღვისუბანში შეჭირვებულ ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და ამავე რაიონში სუპერმარკეტების ქსელის “უნივერსამის” ერთობლივი საქველმოქმედო ...