Home » მთავარი » რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნების გაგრძელებასთან დაკავშირებით

რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნების გაგრძელებასთან დაკავშირებით

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყება.  მოსკოვი აღნიშავს, რომ თბილისი კიდევ ერთხელ შეეცადა დაეწესებინა ფორმულირება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შესახებ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის მონიტორინგისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მიუხედავად ინციდენტებისა, ე.წ. საზღვრებზე მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოება სათანადო დონეზე უზრუნველყოფილია და რუსული მხარის თქმით, ეს დადასტურებულია სტატისტიკური მონაცემებით.

დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს „ცრუ ინფორმაციას „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე, ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ღია და ტენდენციურ ანგარიშიც.“

-„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მედიის მიერ დამახინჯებული ფაქტები, რომლებიც რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ეხება და გაშუქებული იყო, როგორც „გატაცება გამოსასყიდის მიზნით.“ ეეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში

რუსეთის, დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება, საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შენევის ფორმატის შემდეგი შეხვედრა 2017 წლის მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:

http://www.mid.ru/ru/foreign_policy/news/-/asset_publisher/cKNonkJE02Bw/content/id/2562948

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ...