Home » მთავარი » რუსეთი ცდილობს რეალურად გადაიდგას ნაბიჯები რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ

რუსეთი ცდილობს რეალურად გადაიდგას ნაბიჯები რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ

რუსეთის გადაწყვეტილებას ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ გმობს და რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესის გაგრძელებად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

„80-ზე მეტი ასეთუ ე.წ შეთანხმებაა გაფორმებული , რომელიც საერთაშორისო სამართლით ცხადია არანაირ ლეგიტიმაციას არ ატარებს. მაგრამ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმისთვის, რომ ამ რეგიონებში ფაქტიურად ყველა სფეროზე ქონდეს გავლენა და რეალურად გადაიდგას ნაბიჯები რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს“- განაცხადა ციხელაშვილმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...