Home » მთავარი » რუსეთმა ბირთვული არტილერიის აღდგენა დაიწყო

რუსეთმა ბირთვული არტილერიის აღდგენა დაიწყო

რუსეთი შეიარაღებაში აბრუნებს 240- მმ თვითმავალ ნაღმტყორცნებს «Тюльпан» და 203-მმ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს «Малка».

თვითმავალი-საარტილერიო დივიზიონების შექმნა ჯერ კიდევ წინა წელს დაიწყო. ხოლო წელს დაგეგმილია სასწავლო-საბრძოლო სროლების გამართვა სამხრეთის სამხედრო-ოლქში არსებულ პოლიგონებზე.

2С4 «Тюльпан» — ეს არის სერიულად წარმოებადი ყველაზე დმძლავრი და მძიმე თვითმავალი ნაღმტყორცნი. 2016 წლისათვის რუსეთის შეიარაღებაში გააჩნია  430 ერთეული «Тюльпан»-ი.

 «Тюльпан»-მა კარგი შეწდეგები აჩვენა ავღანეთის ომის დროს, სადაც მათი ფუგასური ნაღმები ადვინად ანადგურებდა მოწინააღმდეგის გამაგრებულ ადგილებს.ჩვეულებრივი საბრძოლო ნაღმების   2С4 გარდა მათ შეუძლიათ გამოიყენონ 2 კილოტონის სიმძლავრის მქონე ბირთვული ჭურვები, ცეცხლგამჩენი ნაღმები «Сайда»(ნაპალმით),ასევე ნეიტრონული ჭურვები «Смола» და «Фата».
203-მმ თვითმავალი ქვემეხი  2С7М «Малка»-ეს არის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის «Пион»-ის მოდერნიზირებული ვერსია.
ახალი დატენვის მექანიზმის წყალობით «Малка»-ს სწრაფსროლამ შეადგინა  2,5  გსროლა წუთში. სროლის მაქსიმალური მანძილი შეადგენს 47,5 კმ. ქვემეხიდან შესაძლებელია როგორც ეულებრივი ისე ბირთვული ჭურვების სროლა.
წყარო: armada.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...