Home » მთავარი » რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარელი მონიტორების დაშვებას ხელი მოაწერა

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარელი მონიტორების დაშვებას ხელი მოაწერა

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარელი მონიტორების დაშვების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ეს ინფორმაცია “მაესტროს” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ხელშეკრულებას რუსულმა მხარემ ხელი გუშინ მოაწერა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამმხრივი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხელშეკრულების პირობების აღსრულების ტექნიკურ დეტალებზე იმუშავებს.

“ჩვენი მთავარი განსჯის საკითხი იქნება 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მოგეხსენებათ, 2017 წლის ბოლოს საქართველომ გააფორმა კონტრაქტი შვეიცარულ კომპანია “ესჯეესთან”, ახლა რუსეთის ჯერი იყო და გუშინ მათ მოაწერეს ხელი ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან. 24 მაისის შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამაზე, შევეცდები მოვისმინო და გავიგო რას ფიქრობენ შემდეგი ნაბიჯების სახით, რას გეგმავენ. უნდა შეიქმნას სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ-რუსულ-შვეიცარული, რომელიც დროდადრო შეიკრიბება და მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის განხორციელებას”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...