Home » მთავარი » “რუსეთმა სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც განახორციელა ქართველების ეთნოწმენდა!”

“რუსეთმა სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც განახორციელა ქართველების ეთნოწმენდა!”

ცხრა წელი გავიდა მის შემდეგ, რაც საქართველოში სამაჩაბლოდან შემოიჭრა რუსი ოკუპანტი და მოახდინა ქართველების ეთნოწმენდა! ევროპისაგან კი დღემდე აღშფოთების მეტი არაფერი გვესმის…

 გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

-9 წელი გავიდა მის შემდეგ, რაც საქართველოში სამაჩაბლოდან შემოიჭრა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც განახორციელა ქართველების ეთნოწმენდა და გენოციდი, მიზანმიმართულად დაანგრიეს მხოლოდ ქართველების საცხოვრებელი სახლები და და დაწვეს მათი ქონება არინდობდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ბავშვებს, მოხუცებს და მშვიდობიან მოსახლეობას რუს სამხედრო ოკუპანტებთან ერთად ძალმომრეობას ახორციელებდა ოსი ეროვნების ბანდფორმირებები რომლებიც გამოირჩეოდნენ სისატიკით რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორიის რეგიონი სამაჩაბლო, რომელსაც რატომღაც „ სამხრეთ ოსეთს „ უწოდებენ არადა ასეთი სახელწოდების რეგიონი საქართველოში არ არსებობს და იგი გამოგონილი იქნა რუსეთის მიერ, დღემდე ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მიმართ აგრძელებს აგრესიაულ პოლიტიკას და და აფართოებს საუკუპაციო ხაზს აბავს მავთულხლართებს! ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში!

ამ დროს ოკუპანტ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საუბრობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და მაღალ მატერიალურ ღირებულებებზე რაც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს…

თავის მხრივ ევროპამ და საეთაშორისო ინსტიტუტებმა აგრეთვე დემოკრატიულმა ქვეყნების წარმომადგენლებმა ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს თავისუფალ სამყაროს წევრებს მხოლოდ რეზულუციებით, აღშფოთებით, და შეშფოთებით, დაგვანმახსოვრეს თავი….

მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ქვეყნის ლიდერი თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდნენ საქართველოში და ამ მძიმე წუთებში საქართველოს დედაქალაქში დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით როგორც შეშვენის ნამდვილ მეგობარს რასაც ქართველი ერს არასოდეს დაავიწყდება.ასევე ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას – მტერს თუ მოყვარეს თუ როგორ თავგანწირვით გმირულად ებრძვიან ოკუპანტს და იცავენ თავის სამშობლოს შინდისის მაგალითიც საკმარისია რომ გავიხსენოთ. არც ის გვავიწყდება, რომ 1993 წელს სწორედ რუსეთის სამხედრო ნაწილის მიერ მოხდა პირველი გასროლა აფხაზეთში ქართველების მიმართულებით და ქართველებს ებრძოდა რუსეთის რეგულარული არმია ხოლო ბრძოლის გეგმა რუსეთის გენშტაბში იწერებოდა… საბოლოოდ მოახდინეს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაცია, როგორც სამაჩაბლოში ასევე აფხაზეთში ერთიდაიგივე სცენარი გამოიყენეს, სადაც ასევე განახორციელეს ქართველების ეთნოწმენდა და გენოციდი და ოკუპირებულ რეგიონებში დასვეს მათი მარიონეტი სეპარატისტული „ხელისუფლება“!

დღესდღეობით რამდენიმე ასი-ათასი ქართველი იძულებით გადაადგილებულია საკუთარ სამშობლოში და წართმეული აქვთ მთავარი უფლება იცხოვრონ მშვიდობიანად საკუთარ სამშობლოში თავის ჭერქვშ რაც ძირითად ფუნდამენტალურ უფლებების დარღვევას წარმოადგენს, საერთაშორისო საზოგადოებისათვის და დემოკრატიული ქვეყნებისათვის თუ მართლაც თავის მხრივ ევროპისათვის და საერთაშორისო ინსტიტუტებისათვის აგრეთვე დემოკრატიული ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უზენაესი პრინციპების დაცვა და მაღალი დემოკრატიული ღირებულებები, მაშინ რუსეთის ასეთ ქმედებებზე რუსეთს ცივილიზირებულმა სამყარომ შესაბამისი და ადეკვატური მკაცრი პასუხი უნდა გასცენ და დაიცვან თითეული თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყანა“

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...