You are here
რუსეთს კლიმატური კატასტროფა ემუქრება მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

რუსეთს კლიმატური კატასტროფა ემუქრება

რუსეთს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, აცხადებენ ნორვეგიელი მეცნიერები, რომლებიც ბარენცის ზღვაში არსებული სიტუაცია შეისწავლეს. მასალა ჟურნალ Natural Climate Change-შია გამოქვეყნებული.

მათი თქმით, ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში კლიმატი მკვეტრად შეიცვალა და უახლოეს ხანებში ამ რეგიონში არქტიკული კლიმატი მკვეთრად დათბება.ნორვეგიელების აზრით, ამის მიზეზი ცივი მტკნარი წყლის მიწოდების დაბალი დონეა, რომელიც ბარენცის ზღვაში ყინულების დნობის შედეგად ჩაედინება.

მკვლევარებმა ბარენცის ზღვა 2 ნაწილად გაყვეს – ცივი, ჩრდილოეთით და უფრო რბილი სამხრეთით. ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ეკოსისტემა ყინულის საფარზეა დამოკიდებული. ეკოლოგიური ციკლის ნორმალური განვითარებისას ზაფხულში მიმდინარეობს ყინულის დნობა და ზღვა მტკნარი წყლით მარაგდება, ხოლო ზამთარში კვლავ წარმოიქმნება ყინულის საფარი.

მეცნიერების გამოკვლევის შედეგად, ცივმა დინებებმა უკან, ჩრდილოეთისკენ დაიხიეს, ისინი ატლანტიკის ოკეანის თბილმა დინებებმა ჩაანაცვლეს. ამის გამო ბარენცის ზღვის “დათბობა” გარდაუვალია – არქტიკაში უკვე წარმოიქმნა “ცხელი წერტილი”, რაც რუსეთის ამ რაიონში კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევს და არსებულ ეკოსისტემას დაღუპავს.

 

Comments

comments

Related posts