Home » მთავარი » რუსთავი 2-ზე ბიზნესკურიერი დაიხურა

რუსთავი 2-ზე ბიზნესკურიერი დაიხურა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ბიზნესკურიერი დაიხურა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა და ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა მაყურებელს ბიზნესკურიერის ბოლო გამოშვებაში,  თვითონ ამცნო.

მისი თქმით, მომავალი სეზონიდან ახალ გადაცემას იწყებენ, რომელიც პრაიმ-ტაიმში გავა. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, მომავალ სეზონში ბიზნესკურიერი ეთერში აღარ გავა, მის შემდეგ კი არხის მენეჯმენტი გადაწყვეტს აღადგენს თუ არა გადაცემას.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, არხი გადაცემის რომელიმე თანამშრომელს არ დაუტოვებია და გადაცემას იმავე გუნდის დახმარებით მოამზადებს.

რამდენიმე თვეა რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისია. ამის შესახებ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არაერთხელ ისაუბრა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...