Home » მთავარი » „რუსთავი 2-ის პოლიტიკური როკვა გასაგებია, მაგრამ მარგველაშვილს რა უხარია ხომ არ იცით?“

„რუსთავი 2-ის პოლიტიკური როკვა გასაგებია, მაგრამ მარგველაშვილს რა უხარია ხომ არ იცით?“

კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი

ფინიკიის მეფის ქალიშვილი ევროპა ბერძნული მითოლოგიის თანახმად ზევსმა მოიტაცა. მრავალი საუკუნე გავიდა მას მერე. სექსისტ ზევსზე განაწყენებულმა ბებერმა ევროპამ ჯავრი იყარა ქართველებზე და შეჩერა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება. ხარობს სანაცეთი, ხარობენ მასთან იდეოლოგიურ-ფინანსურად დაკავშირებული სატელიტი პარტიები, არასამთავრობოები. წერენ ვიდეოკლიპებს, თავს იწონებენ, ჭკუას გვარიგებენ და აქციაზე გვეპატიჟებიან ნაცების დასაცავად.

იმედი აქვთ რუსთავი 2-ი ადგილობრივ არჩევნებში ვალს არ დაიტოვებს, კიდევ ერთხელ თვალს “აუხელს” ამომრჩეველს, შეცვლის ქვეყნის ბედს, დასჯის ეროვნულ იდეოლოგიას, მას დაარქმევს პრორუსულს. საყურეებიან ვალეტებს, დედ-მამის, ეკლესიის მაგინებლებს შეაქებს, მათ დაარქმევს გმირებს. ეს ყველაფერი გასაგებია, მათი პოლიტიკური როკვაც ახსნადია, მაგრამ ვერ გავიგე და ვერ ავხსენი მარგველაშვილს რა უხარია? თქვენ ხომ არ იცით?

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...