Home » მთავარი » „რუსთავი2–ის იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ სჯობს რეალობას გავუსწოროთ თვალი, ყველაზე რეიტინგული არხია“

„რუსთავი2–ის იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ სჯობს რეალობას გავუსწოროთ თვალი, ყველაზე რეიტინგული არხია“

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე კომანტარისთვის  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორს “ ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

-თქვენი აზრით, ბევრი ხალხია და ელოდით თუ არა, რომ ამდენი ხალხი გავიდოდა აქციაზე?

-კი, ბევრი ხალხია და მე პირადად ველოდი, რომ ბევრი ხალხი მივიდოდა, რადგან ხელისუფლებამ თავისი უუნარობითა და უმოქმედობით, რბილად რომ ვთქვათ, მოსახლეობას იმედები გაუცრუა.

– როგორ ფიქრობთ-რა არის იმის მიზეზი, რომ თუნდაც პოლიტიკოსები, რომლებიც გამალებით ლანძღავენ რუსთვი 2-ს, ჩუმად  ყოველთვის უნდათ, რომ მათი გამოსვლების თუ აქციების დროს იყოს რუსთავი 2-ის კამერა და ცდილობენ თოქ-შოუებში მოხვედრას?

რუსთავი2–ის იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე რეიტინგული არხია და მასთან მიახლოებასაც ვერ ახერხებენ სხვა არხები. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებისთვის პიარი ისეთივე აუცილებელია, როგორც თევზისთვის წყალი, შესაბამისად მათი მოქმედება ადვილად ასახსნელია.

-და საზოგადოების წარმომადგენლები? რომლებიც წერენ რომ რუსთაველზე საკმაოდ ცოტა ხალხია?

-მე არ ვიცი ვინ წერს მაგრამ, ჯობია რეალობას ყველამ გაუსწოროს თვალი, რაც არ უნდა მწარე სიმართლე იყოს, რადგან მეტოქის არასათანადო შეფასება ცუდად მთავრდება ყველგან, სპორტშიც და პოლიტიკაშიც.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...