Home » მთავარი » „რუსთავში „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ უკვე ღიად თანამშრომლობენ!“

„რუსთავში „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ უკვე ღიად თანამშრომლობენ!“

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ რუსთავში „რესპუბლიკელების“ ოფისზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. კობაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „რუსთავის „რესპუბლიკური პარტიის“ ნაწილი „ოცნებას“ შეუერთდა, პარტიაში დარჩენილები უკვე ღიად თანამშრომლობენ ენმ-თან“.

-„რუსთავში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი ოფისი დაუთმო „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ფოტოების შემდეგ სხვა აზრი შეუძლებელია ადამიანს გაუჩნდეს. თუ ვინმე იკითხავს-იქნებ დაუკითხავად გააკრესო?

14527596_1177388382336362_1322872252_n

გამორიცხულია! ისე როგორ უნდა გააკრა ამდენი პლაკატი რუსთავის ოფისის წინ, არავინ დაინახოს და კონკურენტს ხელი არ შეუშალოს!  ეს საზოგადოებამ განსაზღვროს.

ვფლობ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც რუსთავის რესპუბლიკური პარტიის ნაწილი ოცნებას შეუერთდა, ეს ორი პარტია უკვე ღიად და მჭიდროდ  თანამშრომლობენ!

ეს ნიშნავს, რომ  რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩეველი შეჰყავს  შეცდომაში და რეალურად ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებიან რესურსებით!“-აცხადებს კობაიძე.

14470866_1177388325669701_1409069676_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...