Home » ეს საინტერესოა » რუსმა ფიზიკოსმა ხელოვნურად მიწისძვრა გამოიწვია

რუსმა ფიზიკოსმა ხელოვნურად მიწისძვრა გამოიწვია

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) უსაფრთხოების წესების დარღვევისა და შედეგად მაგნიტუდით 3,2 მიწისძვრის გამოწვევის გამო რუსი ფიზიკოსი ალექსანდრე ზიუგანოვი დააკავეს.

ალკოჰოლისა და ძლიერი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზიუგანოვმა ტექნიკოსებს ნაწილაკების 27 კილომეტრიანი გიგანტური ამაჩქარებლის მაქსიმალურად ამუშავებისკენ მოუწოდა და არ დაემორჩილა თანამშრომლების მიერ მიცემულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფში 5 წლის წინ გაწევრიანების შემდეგ, გაბედული ხასიათით გამორჩეული რუსი ფიზიკოსი CERN-ის კრიტიკოსი გახდა.

რუმინელი ფიზიკოსი იური მალანია ზიუგანოვის შესახებ ამბობს: “ის შესაძლოა მსოფლიოს 100 ყველაზე ბრწყინვალე მოაზროვნეთაგან ერთ-ერთია, თუმცა, მისი ხასიათი ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს; მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ მეცნიერებაში ათწლეულებით უკან ვართ. ზიუგანოვს სურს, რომ მარსი და მთვარე უკვე კაცობრიობის კოლონიები იყოს“.

გასულ წელს, ჰადრონის დიდი კოლაიდერის შესახებ მისმა სადაო შეხედულებებმა და განცხადებებმა ისტერიის ტალღა წარმოშვა. რომის პაპ ფრენსისკეს განცხადებით, „ასეთ ტესტებს შესაძლოა კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოეტანა და ჯოჯოხეთის კარიბჭე გაეხსნა”.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...