Home » მთავარი » რუსული მხარე გაზის ტრანზიტის საფასურის თანხობრივ გადახდას ითხოვს-„გაზპრომთან” მოლაპარაკება დასრულდა

რუსული მხარე გაზის ტრანზიტის საფასურის თანხობრივ გადახდას ითხოვს-„გაზპრომთან” მოლაპარაკება დასრულდა

„გაზპრომთან” მოლაპარაკება დასრულდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებას შედეგი არ გამოუღია, რადგან ქართული მხარისთვის მიუღებელია კომპანიის წარმომადგენლებ  პირობები.

„თქვენ იცით რომ ყოველწლიურად ხდება იმ რეგულაციების გაფორმება, რომელიც უკვე წლებია არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება, კონკრეტულად შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. დღეს ჩვენ გატარების საფასურს ბუნებრივი აირით ვიღებთ. მთლიან მოცულობის 10%-ს , თუმცა ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“- განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“, – ...