Home » მთავარი » „რუსული საფრთხე-გააქტიურდა სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ სამაჩაბლოში!“

„რუსული საფრთხე-გააქტიურდა სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ სამაჩაბლოში!“

პარტია ,,რეფორმატორების” გენერალური მდივანი, ზვიად გობეჯიშვილი  საქართველოს მთავრობას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

გატყობინებთ, რომ ბოლო დღეებში გააქტიურდა სამხედრო წვრთნები რუსეთის სამხრეთ ჯარებსა და ოკუპირებულ  სამაჩაბლოში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ინტენსიურად მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის სამხედრო წვრთნების წარმოება. სამაჩაბლოს რეგიონში განთავსებულ რუსული საოკუპაციო ჯარების მზადებას და წვრთნებს პირადად ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის სარდალი, გენერალი დვორნიკოვი.

 შეგახსენებთ, ეს ის გენერალია, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსული სამხედრო ჯარების საბრძოლო მოქმედებებს სირიაში, რომლის უმწვავეს შედეგებით ინფორმირებულია მთელი მსოფლიო, ყველას კარგად გვახსოვს მიწასთან გასწორებული სირიის ქალაქები, მსხვერპლად ქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა.

მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას და ქართულ სპეც სამსახურებს, დიპლომატიურ ინსტიტუციას, რომ მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ რუსულ საფრთხეებს და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების მიხედვით.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...