Home » მთავარი » საავტომობილო გზების დეპარტამენტის ულტიმატუმი ხადას მოსახლეობას

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ულტიმატუმი ხადას მოსახლეობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება და მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა, რომლის საშიშროებაც საავტომობილო გზების მოთხოვნის შემდეგ დადგა.

“გასულ კვირას, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის საპროექტო ტერიტორიის არეალში მოქცეულ მოსახლეობას წერილით მიმართა. დოკუმენტი იტყობინებოდა, რომ მოსახლეობას 5 დღის ვადაში უნდა განეცხადებინა პასუხი მთავრობის მიერ შეთავაზებულ მიწების საკომპენსაციო პაკეტთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათ ასევე უთხრა, რომ შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობას საპროექტო მიწებს იძულებით ჩამოართმევს. იმისათვის, რომ საკუთარი თანხმობა ხელშეკრულებით, ოფიციალურად დაადასტურონ, მაცხოვრებლებს იუსტიციის სახლში მისვლა ევალებათ.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენს ზეწოლას მოსახლეობაზე მიწის შესყიდვის პროცესში და, ამავდროულად, ის ქმნის მოსახლეობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დარღვევისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის საშიშ პრეცენდენტს“, – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ წერილში.

შეგახსენებთ რომ ხადას ხეობაში ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი საერთაშორისო 22 კმ-იანი გზის მშენებლობა იგეგმება.  სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა ნაკვეთი პროექტის ფარგლებში მოხვდება, მიზერულ კომპენსაციას სთავაზობს, რასაც მიწის მესაკუთრეები არ თანხმდებიან. როგორც  არასამთავრობოები და გარემოს დამცველები ამბობენ, ეს გზა როგორც თეთრი არაგვის, ასევე ხადას ხეობას დიდ ზიანს მიაყენებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...