Home » მთავარი » „სააკაშვილი არასდროს ყოფილა საშიში, საშიშია ჯგუფი, რომელიც მას მართავს და დაწერილი გეგმა!“

„სააკაშვილი არასდროს ყოფილა საშიში, საშიშია ჯგუფი, რომელიც მას მართავს და დაწერილი გეგმა!“

თემურ შაშიაშვილი

სააკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში, ის სექტანტურ-ულტრალიბერალური ჯგუფები კი, ვინც მას მართავენ, ნამდვილად საშიშია!

ამ ჯგუფებმა ჩაიყვანეს შევარდნაძე და ჟვანია “პეტერსონ ბენქლაფის” სომხურ ლობისტურ ფირმაში და რიგითი „კუკლა“ საქართველოს პრეზიდენტად აციეს.რა მსხვერპლის ფასად? მთავარი მსხვერპლი ხალხი და ქვეყანაა.

საჭირო იყო ქვეყნის დამშევა და დაუძლურება, რომ ხალხი ადვილად მართვადად ექციათ. ძლიერი საშუალო ფენის საქართველოში,სააკაშვილი არარაობა იქნებოდა…დამშეულში კი მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობა – “ოცნების” მიერ დანიშნული,ხაზს ვუსვამ,დანიშნული ბიზნესმენების შემწეობითა და წყალობით-ლიდერია,კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლია,ნაციონალურია. რომ არა ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამით დამშეული და დაუძლურებული ხალხი, როგორ შეიძლებოდა მას ხალხის თვალში შექმნოდა სახელი:

  • ანტიშევარდნაძისტის -კაცს,რომელსაც ყველაფერი შევარდნაძემ გაუკეთა-ჩამოიყვანა(უფრო სწორად გამოატანეს),მეორე კაცად აქცია პარტიაში თავის შემდგომ,უმრავლესობის ლიდერად პარლამენტში,მთავარ მინისტრად -მთავრობაში,პირველ კაცად ქვეყანაში.
  • ეროვნულის-კაცი,რომელიც მახინჯი ლიბრალურ- გლობალისტური იდერბით დატვირთული..
  • კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის-კაცს თავის ნატურით,მეგობრებით,ოჯახით ფულზე გაგიჟებულს..
  • დემოკრატის -კაცს,რომელიც არის ჩამოყალიბებული დიქტატორი,ამ სიტყვის ყველაზე უხეში გაგებით..
  • საქმის კაცის,მშენებლის – კაცს,რომელმაც მოქკავშირიდან მოყოლებული,ნულოვანი აყქციონით ჯართად აქცია სამუშაო ადგილები..
  • რუსეთის,პუტინის,კკბ ს წინააღმდეგ მებრძოლის- კაცს,რომელიც ოფიციალურად მსახურობდა კკბ ში,მთელი ენერგო სისტემა,ბუნებრივი სიმდიდრეები რუსეთს მიყიდა,..პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა,საქართველოსთან დაკავშირებით ემოქმედა ისე,როგორც მოუნდებოდა..

ღმერთმა ჰქნას მე ვცდებოდე,მაგრამ სააკაშვილს და მის გუნდს ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდა, მერე მოიძებნა ამბიციური პიროვნება,ივანიშვილის სახით დიდი ფინანსური რესურსით, შექმნილი მეცენატის სახელით,რომლის გამოჩენა რუსეთს დაბრალდებოდა და პერსპექტივაში მის წინააღმდეგ,როგორც რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ,საჭიროების შემთხვევაში,ადგილი იქნებოდა და მოხვდა ცვლილება სწორედ მაშინ, როცა ხალხი მისული იყო იმ აზრამდე,რომ მიშა უნდა დამთავრებულიყო და მართლაც,ისე დამთავრდებოდა,რომ მისი სახელის ხსენებაც კი არ იქნებოდა…დღეს კი ამ საერთაშორისო მაფიის საშუალებით,მსოფლიო პოლიტიკურ ფიგურად იქცა შლეგი,ავანტიურუსტი და პროვოკატორი.. ნახეთ,როგორ დახვეწილად და ფილიგრანულად მუშაობენ სართაშორისო ულტრალიბერალურ-გლობალისტური ჯგუფები – სააკაშვილი და მისი ანტიქართული ჯგუფი არამარტო გადაარჩინეს,მოანატრეს ხალხსდიახ,ამ ხელისუფლების უსაქმურობისა და თვითკმაყოფილების,წარმოუუდგენელი კორუფციის ფონზე ხალხის დიდ ნაწილს შლეგი და ბუტაფორული სააკაშვილი და მისი გუნდი მოენატრა. ვფიქრობ,რომ საერთაშორისო მაფიის ხელში ადვილად მართვადი და მაღალი კლასის ავანტურისტად გამოწრთობილი სააკაშვილი, კარგი საშუალებაა უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების და ფონზე,პოროშენკოს სათავისად მოქცევისათვის,ხოლო საქართველოში სამოქალაქო ომისთვის.

თუ ქართული სცენარი განვითარდა,ფაქტია,რომ ვერც “ცნება”, ვერც ეროვნული ძალები ვერ გაიმარჯვებენ.ხელისუფლებას სააკაშვილს , ნაცმოძრაობას და მის ნაირსახეობებს ჩააბარებენ..ისინი ქართული ლოზუნგებით იმოქმედებენ,როგორც ეს საბერძნეთში უკვე გამოცადეს..საქართველოში ამუშავდება ბერძნული მოდელი და დამთავრდება საქართველო ისევე,როგორც საბერძნეთი დამთავრდა ბერძნებისათვის!

სწორედ ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ამ გადამწყვეტ ეტაპზე ხელში უნდა აიღონ  სახელმწიფო კაცებმა ხალხთან დიდი დათათბირების გზით..

ქართული,მხოლოდ ქართული გზა!

ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას,ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.ცდება,სასტიკად ცდება ყოველი,ვინც ფიქრობს,რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთაა.ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები და პატრონები!

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...