Home » მთავარი » სააკაშვილი: გადატრიალება თურქეთში არის განწირული!

სააკაშვილი: გადატრიალება თურქეთში არის განწირული!

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს რუსთავი 2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

-„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში არ მოხდეს არეულობა. თურქეთში საკმაოდ განათლებული ხალხია და არ დაუშვებენ გადატრიალებას და ვიღაც უცნობი, არალეგალების ხელში ხელისუფლების გადასვლას. ხალხი მხარს დაუჭერს ხელისუფლებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთში ყველაფერი დასტაბილიზირდეს.

აჯანყებულებმა, სამხედრო გადატრიალების ავტორებმა ვერ შეძლეს სწრაფად მოქმედება, ისინი მოქმედებენ ძალიან ძველი მეთოდებით, ჩაკეტეს ხიდები, ჩაკეტეს საჰაერო სივრცე და აიღეს სახელმწიფო არხი.  მათ არ აქვთ პოლიტიკურ მხარდაჭერა. პრეზიდენტი არის თავის რეზიდენციაში და იქიდან იძლევა ბრძანებებს, ამბოხებულებმა  ვერ მოახერხეს პრეზიდენტის იზოლაცია!

მე მიმაჩნია, რომ გადატრიალება თურქეთში  არის განწირული! საქართველოს მართებს უფრო სწორი რეაგირება, უფრო ნიუანსებით რეაგირება. მე ვნახე რომ საქართველომ დაკეტა საზღვარი. თუმცა არამგონია ეს იყოს რამის გამოსავალი, არამგონია თურქეთიდან ვინმე შემოგვივარდეს… საერთოდ ანეგდოტური სიტუაციაა როცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის ნაწილი ერთობა ბათუმში კონცერტზე! ახლა საქართველოს მთავრობამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს თურქეთის ხელისუფლებას“-განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...