Home » მთავარი » “სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება“

“სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება“

წინასაარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად ნორმალურ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც წინა  საპარლამენტო არჩევნებზე გვახსოვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონდარღვევის ფაქტები ამ არჩევნებზე არ ფიქსირდება სახელისუფლებო ძალის თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან; არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, საჯარო მოხელეების მხრიდან კანონით დადგენილი წესების დარღვევა, შესაძლო ზეწოლა-მუქარის შემთხვევები და სხვადასხვა პარტიების აქტივისტთა მიერ აგიტაციის დროს ხელის შეშლის ფაქტები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელის და youtube-ს საშუალებით წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, რაც მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება.

„როცა სამუშაო საათებში საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში მმართველი ან სხვა პოლიტიკური ძალის სააგიტაციო შეხვედრების ფოტოებს აზიარებს, ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სოციალური ქსელის და youtube-ს საშუალებით დარღვევას ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ის ეფექტურად იყენებს youtube-ს ქსელს, წერს ვიდეომიმართვებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ამ ფორმით მონაწილეობს, რაც მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირდაპირ ეკრძალება“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...