Home » მთავარი » “საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა!”

“საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა!”

-“აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში” –  განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებში მონაწილეობიკენ მოუწოდა. მისი თქმით, არცერთი ადამიანის ხმა დასაკარგი არ არის.

“დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. თითქმის ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, რომელში მონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა. დღეს გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდოთ, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ და ყველა ხმა მიიღოს იმ ადამიანმა და იმ პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველი უჭერს მხარს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პატრიოტი, საქმიანი ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორიც ირაკლი შიოლაშვილია. „ ირაკლის ყველა თქვენგანი იცნობს. ალბათ უხერხულიც კი იქნება მე რომ ვილაპარაკო თქვენთან მის შესახებ. ის არის მართლაც ძალიან აქტიური ადამიანი, არცერთი დღე არ მოუსვენებია აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი, ყველა თქვენგანის ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...