Home » მთავარი » საარჩევნო უბნებზე პორვოკაციის მცდელობას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება!

საარჩევნო უბნებზე პორვოკაციის მცდელობას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ იმამკულიევს განზრახული აქვს, ახალგაზრდების მობილიზება, რათა ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში.

„აქ საუბარია ყიზილაჯლოს, ქალაქ მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული ასეთ პროვოკაციებში, თავი შეიკავონ კანონდაღრვევისგან, ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეგირება“,-განცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფომაციით, ქალაქ თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქთან ნიკა რურუას განზრახული აქვს არეულობების მოწყობა.

„როგორც ჩანს,  ნიკოლოზ რურუამ გაიგო უკვე წინასწარი შედეგები არჩევნების და განზრახული აქვს არეულობის მოწყობა. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე    აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენებ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია ALLMEDIA-ს , რომელიც მედიასაშუალებად არის დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ჰყავს ათასობით ე.წ. დამკვირვებელი. ნიკოლოზ რურუა აპირებს ამ ორგანიზაციის გამოყენებას იმისათვის, რომ შექმნას არეულობა. ამის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა საარჩევნო უბნებზე. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ, ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა. ამ შემთხვევაშიც მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ხელის შეშლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,-განცხადა კობახიძემ

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...