Home » მთავარი » საახალწლო ფილმი-„სად იწყება სიკეთე“ – პატრიარქის მუსიკალური გაფორმებით

საახალწლო ფილმი-„სად იწყება სიკეთე“ – პატრიარქის მუსიკალური გაფორმებით

ხვალ, 19 დეკემბერს,  სამეგრელოს სოფელ ონტოფოში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დილის 11 საათიდან დაიწყება მხატვრულ – ანიმაციური ფილმის – „სად იწყება სიკეთე“  გადაღება.

ფილმი  სტუდია „პლანეტა კრეატივის“, ტელეკომპანია „ქართული არხის“ და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტია.

ფილმის სცენარი ეკუთვნის ნიკოლოზ წულუკიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება, მთლიანად – თავად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისაა.

„ესაა საახალწლო ფილმი, რომლის მაყურებლები არიან ბავშვები, ფილმის სიუჟეტი ასეთია: ზურა ყიფშიძე ფილმში არის სანდრო პაპა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ზრუნავს მთელი სოფლის ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე. წინასაახალწლო საღამოს მასთან მშობლებს მიჰყავთ ბავშვები, ზურა პატარებს ბუხრის წინ უყვება ამბებს წმინდა ნიკოლოზსა და ბასილი დიდზე. ეს ამბები არის ანიმაცია, რომელიც ჩართულია თავად იქ განვითარებულ სახალისო და საინტერესო ამბებს შორის“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

ზურა ყიფშიძის გარდა ფილმში თამაშობენ: მაია გელოვანი, როლანდ ოქროპირიძე და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.

Facebook Comments
x

Check Also

ლაურა ღაჭავას ბრალი წარედგინა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი ...