Home » მთავარი » საახალწლო ღონისძიებებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

საახალწლო ღონისძიებებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გასულ წელს  ახალი განათებებით მოირთო მელიქიშვილის გამზირი, რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირები და სიახლეები წელსაც იქნება.

„ამ თვალსაზრისით წელსაც გვექნება სიახლეები. დამატებით ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა, აღმაშენებლის გამზირი, პეკინის ქუჩაზე შეიცვლება ძველი საახალწლო განათებები. წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ლოკაციები და შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება ქალაქის ქუჩები, ძირითადი საახალწლო ღონისძიებები გაიმართება დედაენის ბაღში. ამდენად,  დედაენის ბაღი მოეწოყბა როგორც საახალწლო ქალაქი“,-აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დაიწყება ძირითადი საახალწლო ღონისძიებები, როგორც კულტურული ისე გასართობი ფორმატის, 25 დეკემბრიდან დაიწყება.

„წელს განსაკუთრებულად მოირთვება განახლებული აღმაშენებლის გამზირი, სადაც ასევე საახალწლო ღონისძიებების ნაწილი ტარდება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს,  31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება“,-განცხადა დავით ნარმანიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...