Home » ექსკლუზივი » საბოლოოდ ისე მოხდება, რომ “რელიგიური ლიბერალიზმის” მრწამსს, მხოლოდ საქართველოშიღა თუ “ილოცებენ”

საბოლოოდ ისე მოხდება, რომ “რელიგიური ლიბერალიზმის” მრწამსს, მხოლოდ საქართველოშიღა თუ “ილოცებენ”

გიორგი ტიგინაშვილი

 ივრისპირელი

პუბლიცისტი

მთელი ეს ნეოლიბერალური ტრენდი და მსოფლიო წესრიგის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის სიყალბე და აღვირახსნილობა, მოსაბეზრებელი პოლიტ-კორექტულობა და ლგბტ პერვერსიების პროპაგანდა, გლობალიზაციის ორმაგი სტანდარტები და რელატივიზმის ტალღა, გნოსტიკური მატერიალიზმის უტიფრობა და გართობის ინდუსტრიის უხამსობა, სნობიზმის უსინდისობა და ბომონდური უზნეობა, სეკულარიზმის მზაკვრობა და ათეიზმის ბოგინი ჩამოშლის პირასაა!

იწყება ახალი ერა, ბევრად უფრო საინტერესო ეპოქა და ცივილიზაცია, რომელსაც სხვათა შორის ხელი შეუწყვეს: ჟულიან ასანჟის სიმამაცემ, კლინტ ისტვუდის სინდისიერებამ, დენზელ ვაშინგტონის ღირსებამ, ფორდ კოპოლას სიჯიგრემ, დონალდ ტრამპის კონსერვატიულობამ, ბერნი სანდერსის მემარცხენეობამ, პაპ ფრანცისკეს პრინციპულობამ, ვლადიმერ პუტინის ხისტმა გავლენამ, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა, ბრექსითის ისტორიამ და ქრისტიანული სამყაროს საერთო პოზიციამ!

დიახ, აშშ-ს არჩევნებში წყალგამყოფი გახდა კაცობრიობის დექრისტიანიზაციის მცდელობის გასაჯაროვება, რომელსაც ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის მიერ ერთობლივად შემუშავებული ბოროტი ტყუილი გულისხმობდა, რასაც თავის მხრივ ჰოლივუდის მოსყიდულ პლებსთან, ჰომოსექსუალურ ლობთან და უწიგნურ ახალგაზრდობასთან ერთად ლიბერალიზმის დიქტატით ახორციელებდნენ. ალბათ, ლიბერალიზმის ფუძემდებელი მამები: ჯონ ლოკი, ადამ სმითი, თომას ჯეფერსონი, დევიდ რიკარდო და სხვები, რომ დღევანდელ ლიბერასტებს უყურებდნენ, სიცილით მოკვდებოდნენ ამ უტიფარი პროფანებისა და გულისამრევი “ჭკუის კოლოფების” დემაგოგიაზე.

საბოლოო ჯამში კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ “ისლამისტური სახელმწიფო” და ტერორიზმი არის ფანტომი იმ ელიტისა, რომელმაც დემოკრატია გამოიყენა საკუთარი, ძალისმიერი პოლიტიკის დეკლარირებისთვის.

ამ საერთაშორისო მეტამორფოზების ფონზე კი ჩვენი მარიონეტული და უთავმოყვარეო ხელისუფლება კვლავაც წარმატებით განაგრძობს თავის ლოალურ რიტორიკას იან კელისეულ ტონალობაში და ფსევდოლიბერლიზმის პაროდისტებს პატრიოტებად აცხადებს. საბოლოოდ ისე მოხდება, რომ “რელიგიური ლიბერალიზმის” მრწამსს, მხოლოდ საქართველოშიღა თუ “ილოცებენ” ერთმანეთის ქებით დაკავებული, ავანგარდული, ქვიშაში თავჩარგული ჩვენი სირაქლემა პოლიტიკოსები.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...