Home » ექსკლუზივი » საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე – “უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა!“

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე – “უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა!“

მას მერე, რაც საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს ახალი თუ ძველი სახეების განხილვა. როგორც აღმოჩნდა ახალი სახეებიდან საზოგადოების ნაწილი არავის იცნობს, ძველებიდან კი ზოგმა ჯაბა ჯიშკარიანი, ზოგმა თამარ ტალიაშვილი გაიხსენა. მერე კი რიმა ბერაძის საკმაოდ ცნობილი 1.80 გააიხსენეს ფეისბუქმომხმარებლებმა, ისიც უნდა ითქვას მომხრეებიც საკმაოდ ბევრი ჰყოლია ბერაძეს. შალვა ოგბაიძის სახელი კი როგორც აღმოჩნდა ყველამ იცის, თუმცა ოცნებიდან მისი წარდგენა რომ გაუკვირდა, ისეთი კომენტარების ავტორებიც მრავლად ვნახეთ.

ამჯამად მოქმედი დეპუტატებიდან ახალ სიაში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია თბილისის საკრებულოს ქართული ოცნებაკონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარე  დავით უთმელიძე, რომელთანაც ხშირად გვქონდა კომუნიკაცია და უნდა ვთქვათ, რომ ყოველგვარი-მიმართეთ პრესცენტრს-გარეშე თავადაც მშვენივრად გვპასუხობდა შეკითხვებზე.

ერთ-ერთი ასეთი საუბარი თბილისელებისთვის „ყველა დროის პრობლემას-სითი პარკს“ შეეხებოდა.

იხ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92/

საზოგდოების მხრიდან საკითხის მაღალი ინტერესის გამო საუბარი სხვა დროსაც გავაგრძელეთ და სწორედ მისგან გავიგეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელები არ გადაუხდიან „სიტი პარკს“ პარკირების საფასურს

 http://www.gmtv.ge/%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94/

 დავით უთმელიძესთან საარჩევნო სისტემაზეც ვისაუბრეთ და როგორც გავიგეთ მისთვის “სწორი და გამართლებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა!”

იხ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%a1/

ერთი წლის წინ დეპუტატთან თბილისის პრობლემებზეც ვისაუბრეთ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%9c/

-ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა!“-გვითხრა მაშინ დეპუტატმა და იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა უკვე კანდიდატიც სწორედ კანონის პატივისცემას გააგრძელებს, და კიდევ-კომუნიკაციაც ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალ სიაში დასახელებამდე.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა საკრებულოს მაჟორიტარობის  25 კანდიდატი დაასახელა.

იხ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%98/

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...