Home » მთავარი » საგარეჯოში ირანის მოქალაქე კაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა

საგარეჯოში ირანის მოქალაქე კაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, 1979 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა. ამის შესახებ 1tv წერს.

ალი რეიჰანი უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე სართანიამ განაცხადა, რომ კაცს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, ამიტომ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...