Home » ინტერვიუ » სადეზინფექციო კომპანიებს აუცილებლად მოსთხოვეთ პრეპარატის სერთიფიკატი!

სადეზინფექციო კომპანიებს აუცილებლად მოსთხოვეთ პრეპარატის სერთიფიკატი!

საიტზე გამოქვეყნებულ მასალას-„მორიგი ასეთი დეზიფენქციის დროს ბავშვებს თავის ტკივილი და გულისრევა აღენიშნათ!“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კიდევ დაგვიკავშირდნენ მოქალაქეები და გვითხრეს, რომ სადეზინფექციო ჯგუფების მუშაობით უკმაყოფილოები არიან, მეტიც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათ ატყუებენ და არანაირი დეზიფენქცია არ კეთდება.

-„გვითხრეს მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარიაო, გადავიხადეთ 2 ლარი თითო ოჯახმა, რაღაც კი მოასხურეს ბალონებით, მაგრამ მღრღნელები თავს შესანიშნავად გრძნობენ და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ერთითაც არ შემცირებულად, თან როგორ დავიჯეროთ, რომ ეს ერთი ხსნარი ბუზებსაც ებრძვის, მღრღნელებსაც და ქვეწარმავლებსაც?“-გვითხრა ქალბატონმა ნანამ (ასე გაგვეცნო), რომელიც სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს.

ჩვენ სადეზინფექციო კომპანიას „ლიდერ კომპანის“ დირექტორს გოგა ჯინჭარაძეს დავუკავშირდით.

-სამწუხაროდ, სადეზინფექციო კომპანიებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს აკრედიტაცია, დარეგისტრირებულები არიან როგორც ი/მეწარმე, მათზე კონტროლი არც მერიას აქვს და არც სურსათის უვნებლობის სამსახურს. მე პირადად მომხრე ვარ კონტროლი და შემოწმება დაიწყონ ჩემი კომპანიიდან და მიჰყვენ სხვა დანარჩენებს!

-მეც ხშირად მიჩნდება კითხვა-ნუთუ ერთი ხსნარი ებრძვის ბუზებსაც, მღრღნელებსაც, ქვეწარმავლებსაც? განსაზღვრული არ უნდა იყოს სად რომელი საშუალებით გაკეთდეს დეზიფენქცია? როგორც გვითხრეს, იყო შემთხვევები, როცა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ბავშვებს თავბრუსხვევა და გულისრევა აღენიშნათ. რამდენად მომწამვლელია  თქვენს მიერ გამოყენებული ნივთიერებები და ვინ ამოწმებს, საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის?

-როგორც გითხარით, ამ ეტაპზე არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის და ისიც სავალალოა, რომ ბევრი  კომპანია არ არის ინფორმირებული თუ სად რა ხსნარი უნდა გამოიყენონ! ამჯამად თითქმის ყველა კომპანია იყენებს ე. წ. ბიტოქს და კარატეს! რაც „აისომ“ და თუნდაც უვნებლობის სამსახურმა მკაცრად აკრძალა. ამ პრეპარატების გამოყენება   კვების ობიექტებზე არ შეიძლება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს დასრულების შემდეგ ტოვებენ დოკუმენტებს, მაგრამ დოკუმენტში წერენ სხვა პრეპარატებს და ამუშავებენ საერთოდ სხვა პრეპარატით, რაც დაუშვებელია, მითუმეტეს კვების ობიექტებზე. ტოქსიურია ყველა პრეპარატი, მაგრამ არის გამონაკლისი რამოდენიმე,  რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და არ სურთ ცეცხლის თანხა იხადონ . რატომ ? იმიტომ რომ მათ არავინ არ აკონტროლებს, აი რატომ!

-თქვენი კომპანიაც ერთ-ერთი სადეზინფექციო კომპანიაა და არც თქვენ კონტროლდებით.

-კი, მასეა, მაგრამ ჩვენ ყველა ობიექტში, სადაც შევდივართ ვტოვებთ სერთიფიკატებს მადასტურებლად იმისა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ზეგავლენა არც პროდუქციაზე და არც ადამიანის ჯამრთელობაზე! გარდა ამისა, ყველა ობიექტი უნდა დამუშავდეს ღამით და არა მზის შუქზე ან თუნდაც ქარის დროს, მითუმეტეს თუ მომსახურე პერსონალი ობიექტზე იმყოფება. არადა იცით ალბათ, რომ სადარბაზოებსაც კი დღის შუქზე წამლავენ, სწორედ ეს იწვევს მერე თუნდაც გულისრევას ან თავბრუსხვევას.

-თქვენი კომპანია რომელ უბნებს უწევს მომსახურებას?

-კანაპე,პრეგო,დისქავერი,ბელაჯიო,გლდანის შაურმა,ფუდ შაურმა,როიალ შაურმა,კალას ქსელი,ხინკლის სახლი,დიდუბე პლაზა,წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი,აფხაზეთის სამინისტრო,გუდ ლაიქი და სხვა…

-როგორც ვხედავთ, პრობლემა მართლაც დგას და საკმაოდ მნიშვნელოვანი. იმედია შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან აღნიშნული პრობლემით და აუცილებლად მოხდება რეგულაციების დაწესებაც და კონტროლიც, იქამდე კი, იქნებ რამდენიმე რჩევა მისცეთ მოქალაქეებს და კომპანიებს.

-პირველ რიგში, როცა მათთან სადეზიენქციო კომპანიის წარმომადგენლები მივლენ, აუცილებლად მოსთხოვონ პრეპარატის სერთიფიკატი, ასევე ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი. გარდა ამისა, ჰკითხონ თუ რის წინააღმდეგ არის მიმართული მორიგი დეზიფენქცია. დაიმახსოვრეთ-თუ  მღრნელებზე ამუშავებენ,  მაშინ უნდა განათავსონ შესაბამისი ბალიშის ან მარცვლის სახით წამალი ყველა კუთხე- კუნჭულში, მაგრამ  გეტყვიან, რომ ბალონში არის ხსნარი, რომელიც ქვეწარმავლებზეც მოქმედებს, მღრნელებზეც, მწერებზეც და ბაქტერიებზეც, ეს უკვე არასწორია, მაგრამ პირველ რიგში მოსთხოვეთ სერთიფიკატი!

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...