Home » F-vews » „სადიღა აღარავის ახსოვს,სამაგიეროდ სამშობლოს გაყიდვით განდიდებულ-გამდიდრებულნი არიან დიდ პატივში…“

„სადიღა აღარავის ახსოვს,სამაგიეროდ სამშობლოს გაყიდვით განდიდებულ-გამდიდრებულნი არიან დიდ პატივში…“

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

-1797 წლის ნოემბერში გარდაიცვალა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე.მისმა მემკვიდრემ,პავლემ რუსთა ჯარი ამიერკავკასიიდან გაიწვია,რაც აღა- მაჰმად -ხანმა საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა და უზარმაზარი ჯარით საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად დაიძრა,ყარაბაღში მოსულ ირანის შაჰს ყარაბაღის ხანის,იბრაიმის ვაჟის სასახლეში ყელი გამოჭრა მისმა მსახურმა სადიღამ.

სადიღა მუსლიმი ქართველი იყო.შაჰის მკვლელობას უვნებელი გადაურჩა, საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანად მოინათლა,მისი ნათლია კი ფარნაოზ ბატონიშვილი გახლდათ.

სადიღამ საქართველოს დაუძინებელ მტერზე სწორედ ივნისის ბოლოს იძია შური. შეიძლება დღეისსწორსაც. ვერავინ იტყვის რა ბედი ეწეოდა საქართველოს, რომ არა მისი გმირობა.

ყოველთვის ასე იყო ჩვენს ისტორიაში-თითო სადიღა ყოველთვის გამოგვიჩნდებოდა ხოლმე გაჭირვებისას.თუმცა სადიღა და სადიღები აღარავის ახსოვს,სამაგიეროდ სამშობლოს გაყიდვით განდიდებულ-გამდიდრებულნი არიან დიდ პატივში.

არავინ იცის ამ გმირის სახე,არც წარმომავლობა არც გვარი,თუმცა ეს არცაა მნიშვნელოვანი.
განუსვენოს უფალმა,სადაც მართალნი განისვენებენ.

Facebook Comments
x

Check Also

ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა (ვიდეო)

ლევან ქობალია Gepostet von ლევან ქობალია am Montag, 6. Juli 2020 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის ...