Home » ეს საინტერესოა » საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე წალეკა

საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე წალეკა

აქვს ექვსი ფეხი, ორი საცეცი, ოთხი ბუსუსიანი გამონაზარდი უკანა მხარეს — საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა.  

გასულ კვირას, ინდონეზიელმა მამაკაცმა Facebook-ზე მწერის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ მთელ ინტერნეტს მოედო; დაიტოვა 40 000-ზე მეტი კომენატარი.

სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ენტომოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრის, გარი ჰეველის ცნობით, ეს მწერი Creatonotos gangis-ია.

The Washington Post-ისთვის მიწერილ იმეილში ჰეველი აღნიშნავს, რომ ვიდეოში ასახული მწერი თავის ყნოსვის ჯირკვლებს იყენებს — უცნაურ, პატარა საცეცებს, რომლებითაც პარტნიორის მიზიდვას ცდილობს.

მისი თქმით, მწერის მუცელზე განლაგებული ეს ჯირკვლები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩაფუშულია.

პეპლის ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში.

ზრდასრულ მწერებს ყავისფერი ფრთები აქვთ, რომლებსაც მუქი ზოლი გასდევს. მუცელი წითელია, ხანდახან კი ყვითელი.

მუცლის წვერზე, მამრებს აქვთ ოთხი შექცევადი კორემატა, რომლებიდანაც ფერომონებს გამოყოფს; ამ დროს ისინი მუცლის ზომაზე გრძლად იჭიმება. ფრთების შლილის სიგრძე 4 სანტიმეტრია.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...