Home » მთავარი » საზმაუს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დასახელდა

საზმაუს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დასახელდა

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაასახელა

 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 215¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და მაუწყებლობის კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა დაასახელა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

გალუმაშვილი სოსო-საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი, თვალაძე თინათინ-ბლოგერი, მხეიძე ზურაბ-ფსიქოლოგი, რუხაძე თინათინ- მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, სტეფანიანი არნოლდ- არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ტატიშვილი ოთარი- ექიმი და ტელეწამყვანი, ფოცხიშვილი ბასა-რეჟისორი, „სტუდია 1 2 3“-ის დამფუძნებელი, შიდაშვილი მარინე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და ჯოლოგუა თამაზ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...