Home » ინტერვიუ » “საზოგადოებამ უპრიანია იცოდეს, რა ზიანი მოაქვს მარიხუანას – უნდა დაიწყოს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია!”

“საზოგადოებამ უპრიანია იცოდეს, რა ზიანი მოაქვს მარიხუანას – უნდა დაიწყოს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია!”

 

ფიქრია წიკლაური

რამდენად მზად არის მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის  ქართული საზოგადოება, რა მძიმე შედეგები მოაქვს მის მოხმარებას და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები მომავალში ნარკოტიკების ზეგავლენისგან, გვესაუბრება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარის ექიმი-ნარკოლოგი არი ლოქიკელი:

-ქალბატონო მარი, რა უარყოფით გავლენას ახდენს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

-მარიხუანას უკონტროლო მოხმარება მთელ რიგ გართულებებთან არის დაკავშირებული. მის სისტემატურად მოხმარებას ახლავს ფსიქოზური და ქცევითი აშლილობები, აღკვეთის სიმპტომატიკა, ანუ მიღების დაუძლეველი ლტოლვა და სურვილი იშვიათად ყალიბდება,  ვიდრე სხვა უფრო მძიმე და ძლიერი ნარკოტიკული საშუალების გამოყენების შემთხვევაში.

-რამდენად მყარია მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდხანს და დიდი დოზით მოიხმარს ადამიანი მარიხუანას,  მეტად დამოკიდებული ხდება სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე?

– ეს არ არის მოსაზრება, ეს არის დადგენილი, რომ მარიხუანათი იწყებს ადამიანი და როდესაც არ ყოფნის მისი მოხმარებით გამოწვეული თრობის მდგომარეობა და მისთვის აღარ არის ეს საშუალება სიამოვნების და ბედნიერების მომტანი, ანაცვლებს უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებას.

–  პრაქტიკაში თუ გქონიათ შემთხვევა, რომ მარიხუანაზე დამოკიდებულ პაციენტს მოემართოს მისგან თავის დაღწევის მიზნით?

– ჩვენს ცენტრში სხვადასხვა სიმძიმის ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გადიან მკურნალობის კურსს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მხოლოდ მარიხუანას მომხმარებელი მოსულა ფსიქიური აშლილობის სიმპტომებით და ქონია განკურნების სურვილი.

– როგორია თქვენი, როგორც ექიმის პოზიცია – კანონის ლიბერალიზაცია მარიხუანის მომხმარებლებს?

– მარიხუანას მომხმარებლები ნამდვილად საჭიროებენ სპეციალურ დაწესებულებებში მკურნალობას. არ შეიძლება მათ აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდოთ, რადგან ციხე არ არის სამკურნალო საშუალება. კანონმდებლობასთან მიმართებაში გარკვეული რეგულაციებია საჭირო, იმისთვის რომ ეს ადამიანები გარკვეულწილად იყვნენ უფრო დაცულები და არ მოხვდნენ საპატიმროებში მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების თუ სხვა დამნაშავეების გვერდით, რადგან ეს მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და შემდგომი ცხოვრების წესზე უარყოფითად აისახება.  ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით იმ მოსაზრებას, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ.

რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის? განსაკუთრებით ჩვენი შვილები,  თუ არიან დაცული ამ მსუბუქი, მაგრამ მაინც მომწამვლელი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები რომ არ გახდნენ?

– ჩვენს საზოგადოებას აბსოლუტურად არა აქვს ინფორმაცია მარიხუანას შესახებ. უნდა დაიწყოს ძალიან დიდი პრევენციული, საინფორმაციო კამპანია, სკოლებში მუშაობა, საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა უპრიანია იცოდეს, რა არის მარიხუანა, რა ზიანის მოტანა შეუძლია, რა გართულებებს იწვევს  ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება და რა მძიმე შედეგამდე მიყავს ადამიანი.  როდესაც ამ ყველაფერს ეტაპობრივად გაითავისებს თითოეული პიროვნება და გაუჩნდება კონკრეტული შეხედულება ზოგადად ნარკოტიკზე, თვითონ გადაწყვეტს, მოიხმარს თუ არა მას.

ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით მოზარდებზე პროპაგანდა. როდესაც გამოდის რომელიმე ცნობილი სახე, რომლის შემოქმედებაც მოგვწონს და ასე გახსნილად აცხადებს, რომ, ის, რაც ჩვენ მოგვწონს, გაკეთებული აქვს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, ეს უკვე ნარკოტიკის პირდაპირი პროპაგანდაა. არ უნდა მოხდეს იმ აზრის აფიშირება, რაც სხვას ზიანს მოუტანს. ეს უნდა იყოს დასჯადი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...