Home » მთავარი » “საზოგადოება ერთპარტიულ კონსტიტუციას არ მიიღებს…”

“საზოგადოება ერთპარტიულ კონსტიტუციას არ მიიღებს…”

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეეხო კონსტიტუციური ცვლილებებს და განაცხადა, რომ საზოგადოება ერთპარტიულ კონსტიტუციას არ მიიღებს.

„პარლამენტმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ უკვე იწყება პირველი და მეორე მოსმენა ფორსირებულად და ვენეციის კომისია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დეკლარირებული, როგორც პრიორიტეტული ორგანო, რომელმაც ამ თვალსაზრისით რეკომენდაციები უნდა მოგვცეს, ფაქტობრივად, კალენდარულადაც არ ჩანს, როგორ უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის შეჯამებების გააზრება.

იმედი მაქვს, მოხდება იმის გაგება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსენსუსი იქნას მიღწეული ამ თვალსაზრისით და ჩვენ უნდა მივიდეთ საერთო შეთანხმებამდე. თუ ასეთი იყო მიდგომა, რომ არავის აზრის მოსმენა არ არის საჭირო, არც ექსპერტის, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არავის მხარდაჭერა არ სჭირდება ამ დოკუმენტს, მაშინ ეს 4 თვე რისთვის იყო დახარჯული. საზოგადოება არ მიიღებს ერთპარტიულ კონსტიტუციას – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...