Home » მთავარი » “საზოგადოებისთვის არავის აუხსნია რა რეგულაციებს ასახავს ეს ორგანული კანონი…”

“საზოგადოებისთვის არავის აუხსნია რა რეგულაციებს ასახავს ეს ორგანული კანონი…”

ირმა ინაშვილი

-“საკონსტიტუციო განხილვებისას ორი უმთავრესი საკითხი გამოიკვეთა: მიწის საკითხი და საარჩევნო სისტემა.

რაც შეეხება მიწას, – მკაფიოდ უნდა აისახოს კონსტიტუციაში, რომ მიწა ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, რომ მისი გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აკრძალულია. მე ამ ფორმულირების და პოზიციის მომხრე ვარ. უმრავლესობის არგუმენტია- მთავრობა ქმნის ორგანულ კანონს, რომელიც დაიცავს ქართულ მიწას. ორგანული კანონი ლავირების საშუალებას იძლევა. თან, ჩვენთვის უცნობია, რა რეგულაციებს ასახავს იგი, ვინაიდან საზოგადოებისთვის ეს ჯერ არავის აუხსნია. ამიტომ ძალზედ კონკრეტულად ვაყალიბებ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციას – სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს.

რაც შეეხება აზრს, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსს ბევრი არაკეთილმოსურნე შეეფარება. ეს სულ სხვა საკითხია. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ მაღალი ფასი დაადოს მისი მოქალაქის სტატუსს და ასე გაუაზრებლად არ ვანიჭებდეთ მოქალაქეობას ძირითადად აზიის ქვეყნების მოქალაქეებს: ერაყელებს, ირანელებს, არაბებს. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც ტერორიზმის საფრთხე მაღალია.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. სწორედ კონსტიტუცია უნდა ამყარებდეს ჩვენს სულისკვეთებას, ქართული მიწა-წყლის დაცვის კუთხით”.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...