Home » მთავარი » საზოგადოების აზრი NDI-ს კვლევების მიხედვით

საზოგადოების აზრი NDI-ს კვლევების მიხედვით

  NDI-ს  4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.

18 %  აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, ამასთან  უნდა შენარჩუნდეს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან.

 გამოკითხულთა 12 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 9 %-ის აზრით კი, მხოლოდ პრორუსული.

დანარჩენებმა შეკითხვაზე პასუხი „არ იცის“.

გამოკითხულთა უმრავლესობა 53% – მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით.

31% აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

გამოკითხულთა 7% კი არც ერთ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

9 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

სოციალური მდგომარეობის შესახებ გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ს თქმით, გაუარესდა.

გამოკითხულთა 56 % კი მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

დასაქმების თაობაზე დასმულ კითხვაზე კი პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის. გამოკითხულთა 66% კი, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

 NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბით სულ 3 141 პირი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს ...