Home » ექსკლუზივი » საზოგადოების ნაწილი ვადის გასვლამდე პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე ალაპარაკდა

საზოგადოების ნაწილი ვადის გასვლამდე პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე ალაპარაკდა

მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უკვე გამარჯვებულმა დეპუტატებმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტის არჩევის წესია, საზოგადოების ნაწილი ვადის გასვლამდე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. რამდენად შესაძლებელია მართლაც მოახდინოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი? ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ პოლიტოლოგებს დავუკავშირდეით.

– რამდენად შესაძლებელია ახალი მოწვევის პარლამენტმა 2017 წლამდე მართლაც დააყენოს მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხი და პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩიოს?

ვაჟა ბერიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, ვფიქრობ ნაადრევია, ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა. როცა ასეთი რეალობა დადგება, რატომაც არა, მმართველ პოლიტიკიურ ძალას უფლება აქვს წარმოგვიდგინოს დასაბუთებული ცვლილების ან ცვლილებების პროექტი. მართალია ხალხმა ასე განსაჯა და ქართულ ოცნებას აქვს ასეთი მაღალი ნდობის მანდატი მოსახლეობის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, ნებისმიერი საკითხი გაიტანოს და კონსტიტუციაში რაც მოესურვება შეცვალოს, ჯერ საჭიროა სპეციალისტებთან, ექსპერტებთან მოთათბირება, მერე პროცესში არასამთავრობოებიც უნდა ჩაერთონ და რაც მთავარია უნდა შედგეს საზოგადოებრივი ფართო მსჯელობა ამა თუ იმ თემაზე. ასეთი რამ ჯერ არ არის. ამიტომ, არა მარტო კონსტიტუციურ ცვლილებებზეა საუბარი ნაადრევი, არამედ კონკრეტული თემების აჟიტირებული განხილვაც.

თქვენ მკითხეთ პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასა და იმპიჩმენტზე, მე ვფიქრობ,  იმპიჩმენტზე საუბარი საერთოდ უადგილოა, რადგან საამისო მიზეზი არ არსებობს, გიორგი მარგველაშვილს ასეთი გადაცდომის საფუძვლად რომ გამოდგება, არაფერი ჩაუდენია. თუ საუბარია მისი პრეზიდენტობის ნაადრევ შეწყვეტაზე, არც საზოგადოების მოთხოვნაა ჯერ ასეთი და თავადაც არ ფიქრობს ვგონებ, გადადგომაზე. ყველა თვალსაზრისით კარგი იქნება, თუ მარგველაშვილი პრეზიდენტობის თავის ციკლს ბოლომდე მიიყვანს. სხვა საკითხია სამომავლოდ პრეზიდენტის არჩევის თემა, რომელიც კიდევ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ასპექტიდან მომდინარეობს: საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას გულისხმობდა, დასრულდა? პასუხი ცალსახაა – არა. ამიტომ ჩვენ საზოგადოებამ უნდა შევჯერდეთ, ვამთავრებთ ამ რეფორმას და გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე, თუ უცვლელად ვტოვებთ პოლიტიკური სისტემის დღევანდელ გაუგებარ ჰიბრიდს, მმართველობას, რომელიც არც საპარლამენტოა, არც საპრეზიდენტო და არც შერეული, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. თუ ვტოვებთ ასე, პრეზიდენტი საყოველთაოდ უნდა იქნას არჩეული, ხოლო თუ საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ, ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის არჩევითობა აბსოლუტურად ზედმეტია და იგი  ამ მოცემულობაში პარლამენტმა უნდა აირჩიოს. აი ასეთია ჩემი აზრით პრობლემის არსი.

ჯუმბერ კირვალიძე

სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე, სამართალმცოდნე კონსტიტუციონალისტები იურიდიულად უფრო დასაბუთებულ დ ამომწურავ პასუხს გაგცემენ. ჩემის მხრივ, შემიძლია პოლიტიკურ მხარეზე გავამახვილო ყურადღება და ვარაუდი გამოვთქვა, რომ იმპიჩმენტის ინიცირება (2018 წლამდე, მაშინ უნდა ჩატარდეს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები) იქნებოდა პოლიტიკური სიბეცე, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, როგორი არგუმენტებით და “აუცილებლობითაც” არ უნდა ახსნას ეს მმართველმა პარტიამ. რაც შეეხება, კონსტიტუციურ ცვლილებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს საყოველთაო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და ერთპიროვნულად ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუნდაც ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა ქვეყნის პარლამენტში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...