Home » ბლოგი » სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს ისტორიას…დაგვავიწყდა ან მივივიწყეთ…

სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს ისტორიას…დაგვავიწყდა ან მივივიწყეთ…

ბლოგი

მარი ჩაჩუა

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პერიოდულად გვაქვს გამონათებები-ავიტაცებთ, ავენთებით და მერე ისევ ჩავქრებით…

მართალია, ყველაფერიც არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მუდმივად გვებრძვიან ყველა მხრიდან, “ქართული ეროვნული თვითშეგნება” საუკუნეებია ნაღმებად აღიქმება მავანთა და მავანთათვის… გვებრძვიან და მიზანსაც აღწევენ ფრაგმენტულათ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტულათ..

“ქართული ეროვნული თვითშეგნება” ურყევია და ზემოთ ხსენებული ჩაქრობაც დროებითია და იძულებითი, რომელიც ყოველთვის მზადაა აენთოს დროისა და მოცემულობის შესაბამისად! ასე ვთქვათ ის პერიოდი, როცა იძულებითი “ჩაქრობის” დრო დგება, არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა დავივიწყოთ “გამონათებები”, ვიფიქროთ და ვიმუშაოთ – “ისე” არ გამოვიდა.

მაშ როგორ? სად არის გასაღები?

გავიხსენოთ ჩვენს წინაპართა თავდადების მაგალითები, კარგად გავიაზროთ რა ხდება დღეს? თუმცა, დღეს ისე აზელილია ერთმანეთში ყველაფერი, ნამდვილად არ არის მარტივი მოძებნო საკუთარ სამშობლოში სამშობლოსთვის თავდადების ადგილი და მაინც… და მაინც… სხვა გზა არსებობს? აი,მე-20 საუკუნის მიწურულს საოცარი ღვთიური მოვლენა – “ერთ მუშტად შეკრული ერი”… თავგანწირვა რუსთაველზე…9 აპრილი… ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შეძლეს ეს და რით დაიწყეს? მაგალითისთვის- გვახსოვდა ვინმეს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი? სხვანი და სხვანი? გაგვახსენეს და ავიტაცეთ! დაგვავიწყდა ან მივივიწყეთ როგორი ამაყები ვიყავით მათ შორის 1990 წლის 19 ოქტომბერს? აეროპორტი სავსეა ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებით, საზოგადო მოღვაწეებით.

ელოდებიან ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის უკანასკნელ შეფიცულს, მის მეგობარსა და ანდერძის აღმსრულებელს, ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილს, რომელიც 66 წლიანი ლტოლვილობის შემდეგ ეროვნულ გმირად უბრუნდება სამშობლოს, იგი 97 წლისაა. ამ დროს ტრაპზე ჩნდება სამფეროვანი დროშით ხელში ამაყად ყელმოღერებული რაინდი და … სასიამოვნო შოკი. შეუძლებელია იმ წუთებში მისი განცდების ამოცნობა, თავადაც ვერ აღწერდა ალბათ… ერთი კი ცხადია, განგებამ ინება თუ შემთხვევითობამ, ალექსანდრე სულხანიშვილი დროისა და სივრცის ერთობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ჩვენთვის, რომელმაც თითქოს აღადგინა დროთა დარღვეული კავშირი და საქართველოს წარსული მის მომავალს უშუალოდ გადააბა. (ზუსტად 18 დღეში იგი გარდაიცვალა.) სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს ისტორიას, მომენტალურად გაგვახსენდება, გვავიწყდება ხოლმე რომ ჩვენი სამშობლო თავდავიწყებით გვიყვარს და გვიკვირს რა გვჭირს და რატომ გვჭირს და მიუხედავათ, დღეს ისეთი განცდა მაქვს, რომ ისტორია მეორდება! ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ბევრი ეროვნული გმირი “იმალება” ჩვენს შორის და ძალიან მალე ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით! მეტსაც გეტყვით, ეს მოძრაობა დაწყებულია, კიდევ მეტს გეტყვით,  თითოეულ თქვენგანში ეროვნული გმირის სინდრომი ისეა ჩამონტაჟებული, მას თუ გზა არ მიეცით დაგტანჯავთ…

მაშ რა გაბრკოლებთ? მეტი დამაჯერებლობა საკუთარი თავში… ეგ არის და ეგ… გადავარჩინოთ ერთმანეთი და ერთად სამშობლო ჩვენი! ჩვენთან არს ღმერთი!

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...