Home » მთავარი » “სათანადო რეაგირების გარეშე ფაქტის დატოვება გამოიწვევს მსგავსი პრეცედენტების წახალისებას!”

“სათანადო რეაგირების გარეშე ფაქტის დატოვება გამოიწვევს მსგავსი პრეცედენტების წახალისებას!”

უფლებადამცველი და არასამთავაობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი  გიორგი თევზაძე  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან  ჩადენილი შესაძლო   დანაშაულის ნიშნების გამო, მათ მიმართ  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

  უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი  გიორგი თევზაძე  საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან  ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო, მათ მიმართ  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

„ბოლო დღეებში მედია–საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  ზვარეს მაცხოვრებლებს, – გოჩა მანჩხაშვილისა და კახა თიკანაშვილს, რომლებსაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ, გზაზე  კომპანიის წარმომადგენლები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ჩაერივნენ. კომპანიაში დასაქმებულმა ქართველებმა გუშინდელი ფაქტის გამო დამსაქმებლებს პასუხი მოსთხოვეს. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება ისევ განახლდა. ნაცემია ერთი ქართველი მუშა. ამავე მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი  განმარტავს, რომ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ საშიში პრეცედენტი შეიქმნა, რაც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. სათანადო რეაგირების გარეშე ფაქტის დატოვება  გამოიწვევს მსგავსი პრეცედენტების წახალისებას. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ბედავავენ  ასეთი უკანონობისა და თავხედობის ჩადენას.

სამწუხარო რეალობა და გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ პირიქით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ასეთი უკანონობის ჩადენის შემთხვევაში  უკანონობის ჩამდენი სრული სიმკაცრით დაისჯებოდა. აშკარაა, რომ მომხდარი ფაქტი  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ   სახელმწოფოს ლოიალური  დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ბუნებრივია ტენდენციურები არ უნდა ვიყოთ და ყველა უცხოელის მიმართ , ვინც საქართველოში კანონიერად იმყოფება და კანონმორჩილია ისეთივე პატივისცემას იმსახურებს, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუმცა ასევე აუცილებელია უცხოეთის კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ ადეკვატური რეაგირება განხორციელდეს, რათა შეასრულოს პრევენცია უცხოელების მხრიდან  საქართველოში სხვა მსგავს დანაშაულებრივ განზრახვებზე. აუცილებლად განვახორციელებთ ფაქტზე საზოგადოებრივ მონიტორინგს და ხელისუფლებისგან ვითხოვთ კანონის სრული სიმკაცრით იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომელთა მიმართ დანაშაულებრივი ფაქტი დამტკიცდება. ამავე დროს დაზარალებულ ქართველებს მივმართავ, როგორც საქართველკოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, რომ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, ამ კოალიციაში გაერთიანებულ უფლებადამცველ ორგანმიზაციებთან ერთად გამოთქვამს სამართლებრივი მხარდაჭერის მზადყოფნას, მათი  შესაბამისი სურვილის შემთხვევაში“ –აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...