Home » მთავარი » საია მეჭიაურის საქმეზე

საია მეჭიაურის საქმეზე

„მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტებით,“ – ეს განცხადება „საიას“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარ ინციდენტს ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი საარჩევნო კანონმდებლობის და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა, ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ასევე, აუცილებელია გაირკვეს, ვისი მითითებით გააკეთა პოლიციამ საარჩევნო უბანთან კორდონი.

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.

თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს. თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისთვის ხმების დაკლებაც ქუცნაშვილის ინტერესში შედიოდა.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...