Home » მთავარი » საკონსტიტუციო კომისია “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა დატოვეს

საკონსტიტუციო კომისია “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა დატოვეს

საკონსტიტუციო კომისია ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა დატოვეს. ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ოპოზიციური პარტიები 22 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილებას არ მიიღებენ.

„საკონსტიტუციო კომისია ქართულმა ოცნებამ შექმნა არა კონსტიტუციური დებულებების მართლაც კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ხელისუფლების შენარჩუნების ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ოპოზიციური პარტიების თქმით, მათი წარმომადგენლები ერთობლივ ფორმატზეც იმსჯელებენ, რომლის ფარგლებში ისინი მუშაობას გააგრძელებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მმართველი გუნდის მიერ უკომპრომისოდ შედგენილი ცვლილებათა პაკეტი არ ამოქმედდეს.

„ნაცვლად დემოკრატიული საარჩევნო სისტემისა ხელისუფლება კვლავ ცდილობს საარჩევნო სისტემა მორგებული იყოს  სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ტაძრების წინამძღვრებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ტაძრების წინამძღვრებს სამ რეკომენდაციას აძლევს:  კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ...